ტყის მოვლა-გაშენება და დაცვა ეს არ არის რომელიმე კერძო პიროვნების საქმე, ეს მისი ერის საქმეა. ვისაც ერის მომავლისათვის გული არ შესტკივა, ის რა საკვირველია, ხეებს უღვთოდ გააჩანაგებს, გაკაფავს და ცეცხლსაც კი წაუკიდებს“ – ილია ჭავჭავაძე.
ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზიის
I კლასში საგნის მასწავლებელი: ნინო ვერულიძე დამრიგებელი:მარიამ ვერულიძე ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა კომპლექსური დავალების პრეზენტაცია - “ ხელს ნუ ახლებთ ჩიტის ბუდეს”
მოსწავლეებმა შექმნეს გამაფრთხილებელი პოსტერები შესწავლილი ტექსტების დედააზრის წარმოჩენის მიზნით. ისაუბრეს თუ რა დანაშაულებს ჩადიან ადამიანები ფრინველებისა და ცხოველების მიმართ. წარმოადგინეს მრავალფეროვანი და საინტერესო გამაფრთხილებელი პლაკატები ადამიანებისაგან მათ დასაცავად.