• დამტკიცებულია

        „ცენტრის“ დირექტორი  მიერ

         

        ____________________________________  / გოჩა ჟღენტი /

         

        ა(ა)იპ  ქობულეთის  წმინდა მღვდელმოწამე  სრულიად  საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ  კირიონ  II  სახელობის  საგანმანათლებლო  მართლმადიდებლური  ცენტრის

         

        2022-2028 სასწავლო წლის

         

        სტრატეგიული  განვითარების  გეგმა

         

         

        ა(ა)იპ  ქობულეთის  წმინდა მღვდელმოწამე  სრულიად  საქ.ართველოს კათოლიკოს–პატრიარქ  კირიონ  II  სახელობის  საგანმანათლებლო  მართლმადიდებლური  ცენტრმა 2022-2028 სასწავლო წლების სტრატეგიული გეგმის შედგენისას გაითვალისწინა ახალი გამოწვევები და მეტი განვითარებისათვის გამოყო 5 ძირითადი მიმართულება. ესენია:

         

        • სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება;
        • სასკოლო დოკუმენტაციის შემუშავება/განახლება და ორგანიზაციული განვითარება;
        • მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება;
        • უსაფრთხო, ორგანიზებული და დისციპლინირებული გარემოს უზრუნველყოფა;
        • მშობელთა ჩართულობის ხელშეწყობა.

         

         

        ცენტრს გათვალისწინებული აქვს მთელი რიგი აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს დასახული ამოცანების შესრულებას და საბოლოო ჯამში ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევას.

         

         

         

         

         

         

         

        N

        სტრატეგიული მიზანი

        ამოცანები

        მიზნის  მიღწევის  ინდიკატორები

        შესრულების  ვადები

        პასუხიმგებელი პირები

         

         

         

        1

         

         

        სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება

        ახალი პროგრამების შემუშავება, სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესება, მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, კოლეგიური ორგანოების აქტიური მუშაობა

        შემუშავებული/ გაუმჯობესებულია

        კურიკულუმები, სადამრიგებლო პროგრამები, განხორციელებულია შიდა სასკოლო პროექტები

        2022-2028 წ.

        ცენტრის დირექტორი, დირექტორის მოადგილე, დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, საგნობრივი კათედრების თავმჯდომარეები

        2

        სასკოლო დოკუმენტაციის შემუშავება/განახლება და ორგანიზაციული განვითარება

        ცენტრის საქმიანობის წარმართვის შესახებ

        დოკუმენტაციის შემუშავება/განახლება

        შემუშავებული, განახლებულია სასწავლო

        პროცესის და ცენტრის საქმიანობის წარმართვის შესახებ შიდა სასკოლო დოკუმენტები

        2022-2028 წ.

        ცენტრის დირექტორი, დირექტორის მოადგილე, საქმისმწარმოებელი, საგნობრივი კათედრების თავმჯდომარეები

        3

        მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება

        ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება,

        საგანმანათლებლო რესურსების მომარაგება

        გაუმჯობესებულია ცენტრის მატერილაურ-ტექნიკური ბაზა, ბიბლოთეკა განახლებულია და შევსებულია სასწავლო რესურსები

         

        2022-2028 წ.

        ცენტრის დირექტორი, დირექტორის მოადგილე, ბუღალტერი

        4

        უსაფრთხო, ორგანიზებული და დისციპლინირებული გარემოს უზრუნველყოფა

        საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, უსაფრთხოების ნორმების დაცვა

        ცენტრში არის უსაფრთხო,

         კეთილგანწყობილი გარემო

        2022-2028 წ.

        ცენტრის დირექტორი,  უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უფლებამოსილი პირი, ცენტრის ექიმი

        5

        მშობელთა ჩართულობის ხელშეწყობა

        მშობელთა ჩართულობა სასწავლო-

        აღმზრდელობით პროცესში, მშობლებთან ურთიერთობების ფორმების დახვეწა

        ცენტრში მშობლების მონაწილეობით და ჩართულობით  ხორციელდება სხვადასხვა

        ღონისძიებების და პროექტები, ჩატარებული ღონისძიებების/პროექტების რაოდენობა

         

        2022-2028 წ.

        ცენტრის დირექტორი, დირექტორის მოადგილე, კლასის დამრიგებლები, ცენტრის პედაგოგები

         

         

        განმარტებები:

         

        სტრატეგიული მიზანი - ცენტრის გაცხადებული მიზანი, რომელიც  გამომდინარეობს ხედვიდან, აახლოვებს ორგანიზაციას ხედვასთან.  ხედვა წარმოადგენს ცენტრის  სასურველ მომავალს 6-წლიან პერსპექტივაში , სტრატეგიული მიზნები ის დიდი ნაბიჯებია, რომელთა გადადგმა არის საჭირო 2022-2028 წლებში.

         

        ამოცანები -  არის ქვემიზნების “ჩაშლის მცდელობა’’ კიდევ უფრო მცირე კომპონენტებად. სამოქმედო გეგმის მიზნები სტრატეგიულ მიზნებთან შედარებით უფრო მცირე ერთეულებია.

         

        მიზნის მიღწევის ინდიკატორი -  არის ობიექტური დასტური იმისა, რომ სტრატეგიული მიზანი მიღწეულია. მიზნის მიღწევის ინდიკატორი არის წარმატების ინდიკატორი , რადგან იგი გვეუბნება, რას დავინახავთ, თუკი ცენტრი  წარმატებით მიაღწევს დასახულ სტრატეგიულ მიზანს. წარმატების ინდიკატორის არსებობა უაღრესად მნიშვნელოვანია მიზნების მისაღწევად, რადგან მათ გარეშე კონკრეტული მიზნის მიღწევა/არმიღწევის საკითხი ყოველთვის სათუო და სადაო იქნება.

         

        შესრულების ვადები - სტრატეგიული მიზნის შესრულების პერიოდი;

         

        პასუხისმგებელი პირი - ცენტრის სტრუქტურული ერთეული/სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, კონკრეტული თანამდებობის პირი, რომელიც  პასუხისმგებელია და  მიმაგრებულია კონკრეტულ აქტივობაზე და არა ამოცანაზე.