• ვიქტორინა დაიწყო

          • ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო  მართლმადიდებლური ცენტრის V  კლასის მოსწავლეებს შორის გაიმართა ლიტერატურული ვიქტორინის I ტური.

            მოსწავლეებმა  წაიკითხეს და განიხილეს  ჯეიმს გრინვუდის  "პატრა  მაწანწალა".

             ქულები შემდეგნაირად გადანაწილდა:

            "ფილოსოფოსები" - 5 ქულა

            "პატარა გენიოსები" - 4 ქულა

            "მჭევრმეტყველები" - 4 ქულა

            "მკითხველები" - 3 ქულა

            "არწივი" - 2 ქულა

            ვემზადებით შემდეგი ტურისათვის!

          • გეოგრაფია - XIა კლასი

          • იმიტირებული სასამართლო პროცესი გეოგრაფიაში

            მასწავლებელი: იზოლდა ვერულიძე

            XIა კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების შესრულების შემდეგ გამართეს იმიტირებული სასამართლო პროცესი, სადაც მოსწავლეებმა წარადგინეს ადვოკატის დაცვის სიტყვა, რომელიც მათ მიერ არჩეულმა ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს და შეაფასეს.

            აღნიშნეს დაცვის სიტყვის ძლიერი და სუსტი მხარეები. შეარჩიენ ის ადვოკატები, რომლებმაც ნაფიცი მსაჯულები ყველაზე მეტად დაარწმუნეს ტეიტიოტას ოჯახის მოთხოვნების დაკმაყოფილების აუცილებლობაში.

          • აჭარის სასკოლო სპორტული ოლიმპიადა

          • აჭარის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში 11-12 ნოემბერს ჩატარდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის პირველობა ფეხბურთში, სადაც 20 მონაწილე სკოლას შორის

            ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურმა ცენტრმა დაიკავა პირველი საპრიზო ადგილი და მოიპოვა აჭარის პირველობაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სახელით მონაწილეობის უფლება

            ჩვენმა ფეხბურთელებმა, არამარტო დიდება მოუტანეს გიმნაზიას, არამედ მოგვცეს შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გვეამაყა ჩვენი აღსაზრდელებით და კიდევ ერთხელ გვეგრძნო მათგან სულისკვეთება და ერთგულება

            კიდევ ერთხელ ვულოცათ ჩვენს სპორტსმენებს

            ანდრია სოლომონიძე

            ბექა კვესიეიშვილი

            ილია მანელიშვილი

            დათა მანელიშვილი

            გიორგი ხალვაში

            ლუკა მგელაძე

            საბა თხილაიშვილი

            საბა ვასაძე

            ვახო მიქელაძე

            და მათ მწვრთნელს მერაბ ნოღაიდელს ამ ბრწყინვალე გამარჯვებას. მუდამ გვეამაყოს თქვენით.

            #წარმატებულიგიმნაზიელი

            #სასკოლოსპორტულიოლიმპიადა

            #ფეხბურთი

            #პირველიადგილი

          • მე და საზოგადოება - IV კლასი

          • საგანი: მე და საზოგადოება

            თემა: მინი მუზეუმი სკოლაში

            კლასი: IV

            მასწავლებელი : სოფიო ოქროპირიძე

            მოსწავლეებმა მოძიებული მასალებით მინი მუზეუმი მოაწყვეს. მოირგეს გიდის როლი და თანაკლასელებს კონკრეტული მუზეუმების შესახებ ინფორმაცია გააცნეს

            და ბოლოს დასკვნა გამოიტანეს, რომ განათლების მიღებაში მუზეუმიც გვეხმარება.

             

          • კონკურსი დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის

          • დასრულდა კონკურსი დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის, რომელიც 6-დან 10 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა შემდეგ საგნებში: 

            ა) ქართული ენა და ლიტერატურა;
            ბ) მათემატიკა;
            გ) ისტორია და სამოქალაქო განათლება (ინტეგრირებული).

            კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებს.

            დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის კონკურსის პირველი და მეორე ტურის ტესტების/ამოცანების კრებულს და შეფასების წესს ადგენს ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებლის მიერ შესაბამისი საგნის სპეციალისტებისგან (არანაკლებ 4 წევრი) დაკომპლექტებული კომისია.

            წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს!

          • მათემატიკა - Xა კლასი

          • ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის

            X- ა კლასში მათემატიკაში ჩატარდა კომპლექსური დავალების პრეზენტაცია - "დავეხმაროთ ანას?".

            მასწავლებელი: მარინე კუჭუხიძე

            დავალების მიზანი იყო დახმარებოდნენ ანას აერჩია ხელფასის გადახდის პირობები მარტივი და რთული საპროცენტო რიცხვის შემთხვევაში 6 თვის განმავლობაში.

            ამ ამოცანას საუკეთესოდ გაართვეს თავი მოსწავლეებმა და ეს საინტესოდ აჩვენეს თავიანთ პრეზენტაციებში

            #გიმნაზიისკომპლექსურიდავალებები

          • რა? სად? როდის?

          • ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, სამსახურის ორგანიზებით მიმდინარე წლის 4 ნოემბერს ჩატარდა პროგრამით გათვალისწინებული ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“, რომელიც განახორციელა აჭარის ინტელექტ-კლუბმა.

            შეჯიბრი გაიმართა ორ ასაკობრივ ჯგუფში.

            ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრი

            პირველი ჯგუფის, VIII კლასის მოსწავლეების მონაწილეობით

            პირველი ადგილის მფლობელია

            გილოცავთ გიმნაზიელებო, ჩვენ გვჯერა თქვენი შესაძლებლობების

          • სტუმრად ბიბლიოთეკაში

          • ბიბლიოთეკა არის სასწავლო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი და ხელს უწყობს ამ პროცესის ეფექტიანობის ამაღლებას.

            ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის II ა , II ბ კლასის მოსწავლეები დამრიგებლის ნათია გოხიძის და ლუიზა ვერულიძის ხელმძღვანელობით ეწვივნენ სკოლის ბიბლიოთეკას. ბიბლიოთეკარი, თეონა მელაძე, მოსწავლეებს ესაუბრა ბიბლიოთეკის ისტორიაზე, წიგნების კულტურულ და საგანმანათლებლო ღირებულებებზე. სტუმრად მოწვეული იყო ყოფილი ბიბლიოთეკარი ქალბატონი ნ. სუთიძე ბავშვებმა მოისმინეს საინტერესო ინფორმაცია და ჩაებნენ დისკუსიაში.

            ბიბლიოთეკაში სტუმრობამ ბავშვების ცნობიერება სრულად დააკმაყოფილა. გაიგეს იმაზე მეტი, ვიდრე იცოდნენ. ამ ლამაზი და ნაყოფიერი დღისთვის პატარებმა ბიბლიოთეკარ თეონა მელაძეს, დამრიგებელ ნათია გოხიძეს, ლუიზა ვერულიძეს და მოწვეულ სტუმარს ნონა სუთიძეს მადლობა გადაუხადეს

            წარმატებები გიმნაზიელებო

          • ხელოვნება - IIბ კლასი

          • კლასი : IIბ

            თემა: ,,მე და გარესამყარო,,

            მასწავლებელი: თეონა მელაძე

            შემოდგომა- ფერთა განსაკუთრებული სიმდიდრით გამოირჩევა.

            ბუნების სურათების გარდა ფანტაზიის გამოვლენისთვის სხვადასხვა საინტერესო მასალასაც გვაწვდის.

            ბავშვებმა შეისწავლეს აპლიკაციის ტექნიკა და შექმნეს შესაბამისი ნამუშევრები.

            ჩვენმა მეორეკლასელებმა თავიანთი შესაძლებლობები აღბეჭდეს ნაშრომებში შემოდგომის არსი მთელი თავისი ფერადოვნებითა, სიუხვითა და სიდიადით

            ბოლოს მოსწავლეებმა ხალისიანი განწყობით დაასრულეს გაკვეთილი

          • ბუნებისმეტყველება - IIბ კლასი

          • საგანი: ბუნებისმეტყველება

            თემა: ნიადაგი, რისგან შედგება ნიადაგი?

            კლასი: II ბ

            მასწავლებელი: ლუიზა ვერულიძე

            ნიადაგი ადამიანებისა და ეკოსისტემებისთვის ბევრ სასიცოცხლო მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს.

            ნიადაგი საჭიროა საკვების პროდუქტების მოსაყვანად. ხეები, ბუჩქები და სხვა მცენარეების უმეტესობა დამოკიდებულია ნიადაგის შემადგენლობაში შემავალ საკვებ ნივთიერებებზე და წყალზე. თავის მხრივ, ეს მცენარეები გამოიმუშავებენ ჟანგბადს და შთანთქავენ ნახშირორჟანგს.

            ნიადაგი ფილტრავს წვიმის წყალს, რის შედეგადაც გამომუშავდება სასმელი წყალი. განსაკუთრებით, ტყის ნიადაგში ადგილი აქვს დიდი რაოდენობით წყლის აბსორბციას და შენახვას. ასე ხდება დატბორვის პრევენცია და იქმნება წყლის მარაგები წელიწადის მშრალი პერიოდებისთვის. ნიადაგი მრავალი ცოცხალი მცენარისა და ცხოველის ჰაბიტატია. ერთ მუჭა ნიადაგში უფრო მეტი მიკროორგანიზმია, ვიდრე ადამიანები დედამიწაზე.

            ნიადაგი ახდენს დამაბინძურებელი ნივთიერებების ფილტრაციას, რითაც იცავს მიწისქვეშა წყლებს დაბინძურებისგან. ეს უკანასკნელი კი წარმადგენს ჩვენი სასმელი წყლის წყაროს.

          • მათემატიკა - Vა და Vბ კლასი

          • საგანი: მათემატიკა

            კლასი:Vა Vბ

            მასწავლებელი: ნინო მიქელაძე

            კომპლექსური დავალება: მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მსოფლიოს უდიდესი 10 ქვეყანა და ინტერნეტიზაცია.

            მოსწავლეებმა საერთაშორისო კომპანიას დაეხმარა კვლევაში:მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მსოფლიოს უდიდესი 10 ქვეყნის ინტერნეტით უზეუნველყოფის შესახებ .

            კვლევის ჩასატარებლად მათ დასჭირდათ მრავალნიშნა რიცხვებზე სხვადასხვა მოქმედების შესრულება ( შეკრება,გამოკლება,გამრავლება,გაყოფა და დამრგვალება). იმსჯელეს გამოთვლებოს წარმოების სიზუსტისა და ცდომილობის შესახებ.შეძლეს მიახლოებით გამოეთვალათ და დაემგვალებიათ რიცხვები.

            ამით დაადგინეს მიახლოებით რამდენი ადამიანი ცხოვრობს უდიდეს 10 ქვეყანაში და რამდენ ადამიანს უზრუნველყოფდნენ ინტერნეტიტ.

            მოსწავლეებმა, არითმეტიკული მოქმედებების საშუალებით ამოხსნეს სხვადასხვა ტიპის საინტერესო ამოცანები და თავსატეხები

            გაკვეთილი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა კარგად შესრულებული მრავალფეროვანი პრეზენტაციები წარმოაჩინეს.

          • ეტალონის გუნდური ჩემპიონატი

          • 25 ოქტომბერს ჩატარდა "ეტალონის" გუნდური ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობდნენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლების VI  და  VII  კლასელებისაგან დაკომპლექტებული გუნდები. 190 მონაწილიდან ჩვენმა გუნდმა VI ადგილი დაიკავა. მათ გადაეცათ ეტალონის სიგელი "პროექტში წარმატებული მონაწილეობისათვის". ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ წარმატებას და მომავალშიც წინსვლასა და გამარჯვებას ვუსურვებთ.

            ელენე რომანაძე (კაპიტანი)

            საბა პაპუნაიშვილი

            ოთარ ზოიძე

            დემეტრე ჯინჭარაძე

            ლილე მიქელაძე

          • ინგლისური ენის ტური

          • 25 ოქტომბერს ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში ჩატარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის „კონკურსები და ოლიმპიადები“  ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიება „საგნობრივი ოლიმპიადა“.

            VII, VIII, IX კლასის მოსწავლეებმა წერეს სამინისტროს მიერ მოწოდებული კომბინირებული ტესტი ინგლისურ ენაში.

            წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს!

          • ხელოვნება - IIბ კლასი

          • საგანი: ხელოვნება

            კლასი: II ბ

            მასწავლებელი: თეონა მელაძე

            შემოდგომის კოლაჟი

            “ ყველა ფერს თავისი ხასიათი აქვს და თუ ადამიანი კარგად დაუკვირდება ფერთა ჩანაფიქრს, მის წინ გადაიშლება მთელი გრძნობათა სამყარო...”

            ბუნებას აქვს საყვარელი ფერების საკუთარი გალერეა ის ხომ შემოდგომით, მზის ფერი ფერებით, საოცარ, ხანგრძლივ, მრავალფეროვან ვერნისაჟს გვიწყობს ეს კოლაჟები კი პატარების გალერეადან.

          • საგნობრივი ოლიმპიადა დაიწყო

          • 24 ოქტომბერს ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში ჩატარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის „კონკურსები და ოლიმპიადები“  ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიება „საგნობრივი ოლიმპიადა“.

            VII, VIII, IX კლასის მოსწავლეებმა წერეს სამინისტროს მიერ მოწოდებული კომბინირებული ტესტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში.

            კონკურსის მეორე ტურში მონაწილეებს სამინისტრო გამოავლენს მუნიციპალიტეტების მიხედვით პირველ ტურში მონაწილეთა შეფასებების რეიტინგული სიის 10%-ის ოდენობით თანაბარი პროპორციით.

            წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს!

             

          • VIIბ კლასი სტუმრად მუზეუმში

          • ქობულეთის ხელოვნების მუზეუმს სტუმრად ეწვია ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის VII ბ კლასის მოსწავლეები ისტორიის მასწავლებელ სოფიო რომანაძესთან და კლასის ხელმძღვანელ სოფიო შენგელიასთან ერთად.

            მუზეუმი უპირველეს ყოვლისა საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებია, ამიტომ მათ მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრიათ ბავშვებისა თუ მოზრდილებისთვის საგანმანათლებლო მომსახურების გაწევაში. გარდა ამისა, ეს არის მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანის სწავლის მნიშვნელოვანი რესურსი, რადგან მუზეუმების კოლექციები და მათთან დაკავშირებული ინფორმაცია ყველა ასაკის დამთვალიერებელმა შეიძლება გამოიყენოს განათლების მისაღებად. გიმნაზიის პედაგოგებს საშუალება აქვთ ქობულეთის მუზეუმში სწავლების პროცესი გახადონ უფრო სახალისო მოსწავლეთათვის.

            მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მუზეუმის საგამოფენო სივრცეები. მოისმინეს სრული ექსკურსი საექსპოზიციოდ გამოფენილი ექსპონატების ირგვლივ.

            ისაუბრეს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ფარგლებში ადგილობრივ წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებზე.

            ასევე დაიგეგმა სამომავლო ერთობლივი ღონისძიებები.

          • ქართული ენა და ლიტერატურა - IXა კლასი

          • საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა

            თემა: ვინ იყო იაკობ მანსვეტაშვილი?

            კლასი: IXა კლასი

            მასწავლებელი: თამარ ბარბაქაძე

            მოსწავლეებმა შეისწავლეს გიორგი შატბერაშვილის მოთხრობა "საუკუნო საგზალი" და იაკობ მანსვეტაშვილის მოგონებანი. მოცემული წყაროების გამოყენებით დაწერეს მცირე ბიოგრაფიული ნარკვევი: "ვინ იყო იაკობ მანსვეტაშვილი?"

            გაითვალისწინეს მათი ნაშრომის მიზანი, აუდიტორია და გააკეთეს პრეზენტაცია.

          • ბუნებისმეტყველება - IIა კლასი

          • ბუნებისმეტყველება

            მასწავლებელი ნაირა ვასაძე

            II-ა კლ.

            თემა: „რით განსხვავდება სხეულები ერთმანეთისაგან.?“

            მკვიდრი ცნებები: წყალში გახსნა

            სითბოს გამტარობა

            მოსწავლეები ჩატარებული ცდების საფუძველზე,გაეცნენ სხვადასხვა სხეულების წყალში ხსნადობას და სითბოს გამტარობას.

            შეისწავლენ,რომ სხეულს, იმ მასალის თვისებები აქვს,რომლისგანაც მზადდება