• ქობულეთის კომპლექსური სასპორტო სკოლის ღია პირველობა კალათბურთში

          • დიდი სიხარულით ვულოცავთ

            ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის ნაკრებ გუნდსრომელმაც ქობულეთის კომპლექსური სასპორტო სკოლის ღია პირველობაზე კალათბურთში 17 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის, დაიკავა მესამე საპრიზო ადგილიწარმატებები მომავაში საამაყო გუნდს

          • 26 მაისი - ეს დღე ჩვენია

          • ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის Iა და Iბ კლასის მოსწავლეები დამრიგებელი: ნათია გოხიძე, მარი კიტია

            გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადების დღეს!

            ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენს საქართველოს, აწ და მარადის ქრისტეს გზით ევლოს! ამინ!

          • ბუნებისმეტყველება - Iა და Iბ კლასი

          • კლასი: Iა და Iბ 

            საგანი: ბუნებისმეტყველება

            მასწავლებლები: ნაირა ვასაძე, ტატიანა კიტია.

            თემა:კოსმოსი.

            მოსწავლეებმა მასწავლებლების დახმარებით, მარტივი ხელსაწყოს - ლუპის  საშუალებით დაათვალიერეს ფოთლის აგებულება და გაეცნენ, როგორ შეიძლება გამადიდებელი ხელსაწყოს- ტელესკოპის საშუალებით ციურ სხეულებზე დაკვირვებაც.

          • ინგლისური ენა - Vბ კლასი

          • “მოგზაურობა საქართველოს კუთხეებში”

            საგანი: ინგლისური ენა

            კლასი: V ბ

            მასწავლებელი: მარიამ ვერულიძე

            მოსწავლეებმა მოძიებული ინფორმაცია საქართველოს კუთხეების შესახებ, შეამოკლეს, შემდეგ თარგმნეს ინგლისურად და სურათებითურთ განათავსეს პრეზენტაციაში, დაარქვეს სახელი “მოგზაურობა საქართველოს კუთხეებში”

            შექმნეს პერსონაჟი – მეგზური, რომელმაც გაგვაცნო მათ მიერ შერჩეული საქართველოს კუთხეები.

            მოსწავლეებისთვის ძალიან სახალისო და საინტერესო გამოდგა დაკისრებულ

            დავალებაზე მუშაობა, ძალიან კარგად იმუშავეს გუნდურობის პრინციპით,ასევე დამოუკიდებლადაც შეასრულეს დავალება, ხალისით ეხმარებოდნენ ერთმანეთსაც და უზიარებდნენ უკვე მიღებულ ცოდნას.

            მთლიანობაში ბავშვებისთვის იყო საინტერესო და პროდუქტიული მუშაობის პროცესი.

          • მე და საზოგადოება - III კლასი

          • ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის III კლასში ჩატარდა კომპლექსური დავალების პრეზენტაცია მე და საზოგადოებაში თემაზე "საგზაო ნიშნების ანაბანა"

            პედაგოგი: სოფიო ოქრიპირიძე

            საგზაო ნიშნები მოძრაობის უსაფრთხოების მოწესრიგებისა და უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი საშუალებაა. ისინი აფრთხილებენ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს სხვადასხვა სახიფათო უბნებთან მიახლოების შესახებ, ზღუდავენ ან კრძალავენ ქუჩებისა და გზების ცალკეულ უბნებზე ზოგიერთი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას, აწესრიგებენ გზაჯვარედინის, სავალი ნაწილების გადაკვეთისა და გზის ვიწრო უბნის გავლის თანმიმდევრობას, აზუსტებენ ძირითადი ნიშნების მოქმედების ზონას, დროს, მანძილს ობიექტამდე ან ზღუდავენ მათ მოქმედებასნებას.

            ნიშნის ყოველ ჯგუფს აქვს განსაზღვრული ფორმა და ფერი, რაც მნიშვნელოვან მანძილზე მათი გამოცნობის საშუალებას იძლევა.

            მოსწავლეებს უნდა დაეხატათ ან დაემზადებინათ სხვადასხვა მასალისგან საგზაო ნიშნები, ესაუბრათ თუ რომელი ნიშანი რაზე მიგვანიშნებს. მოსწავლეებმა საკმაოდ კარგად შეძლეს გაკვეთილებზე მიღებული ცოდნის გამოვლენა ამ საკითხთან

            დაკავშირებით.

          • ნიკოლოზობა

          • დღეს, 22 მაისს, ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის წმინდა ნიკოლოზის ნატაძრალზე აღევლინა წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საღვთო ლიტურგია.

            გილოცავთ წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულს, შეგვეწიოს დღევანდელი დღის მადლი!

            კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

          • გილოცავთ ნიკოლოზობა!

          • ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 22 მაისს ნიკოლოზობას ზეიმობს. 22 მაისი ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა.

            ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის

            მოქმედ ტაძარში

            21 მაისს , 3 საათზე ლოცვა.

            ორშაბათს 22 მაისს 9 საათზე აღევლინება საღვთო ლიტურგია!

            ქობულეთის.ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესია

            ქობულეთის უფლის ამაღლების სახელობის ტაძარი

            მრავალ ნიკოლოზობას დაგვასწროს უფალმა!

          • XIIბ კლასი - ბოლო ზარი

          • "სიყვარულის საღამო"

            მე-12ბ კლასი

            დამრიგებელი: ნატო მჟავანაძე

            გილოცავთ გიმნაზიის დასრულებას, ვულოცავთ თქვენს მშობლებს!

            ხანგრძლივი, ღირსეული და ბედნიერი გზა თითოეულ თქვენთაგანს!

            გვიყვარხართ!

            გვეიმედებით!

            გვეამაყებით!

            უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ!

          • XIIა კლასი - ბოლო ზარი

          • 2023 წლის ბოლო ზარი

            მე-12ა კლასი

            დამრიგებელი: ანნა გორგასლიძე

            თქვენ ჩვენი გიმნაზიის მე-14 გამოშვება ხართ!

            გიმნაზიელობა ერთგვარი პასუხისმგებლობაა თან დიდი პრივილეგია.

            გვჯერა,რომ თითოეული თქვენთაგანი გააკეთებს სწორ არჩევანს და სასურველი პროფესიით მიღებულ ცოდნას ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებას მოახმარს.

            გილოცავთ გიმნაზიის დასრულებას და დაგილოცავთ მომავლის გზას!

          • ბოლო ზარი 2023

          • 2022-2023 სასწავლო წლის დასასრული მე-12 კლასელებისთვის, ისევ ფერადი წარწერებით აჭრელებული პერანგები, მოსწავლე-მასწავლებლის მიერ გაზიარებული სევდანარევი სიხარული, დიდი ჟრიამული ჩვენს გიმნაზიაში. უამრავი კეთილი სურვილი, რწმენა და დიდი იმედი იმისა, რომ ჩვენ თქვენთან ერთად გამოგვივიდა:

            რომ თქვენ გესწავლათ, გეწამათ:

            ენა, მამული, სარწმუნოება

          • უფალმა დაგლოცოთ და გაგახაროთ...

          • ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მოქმედ ტაძარში ჩვენი სულიერი მოძღვრების მიერ აღვლენილი პარაკლისით გავაცილეთ დიდ ცხოვრების გზაზე 2023 წლის კურსდამთავრებულები.

            მიდიხართ და ვიცით,რომ ეს ლოცვა-კურთხევა საგზლად გაგყვებათ, დაგეხმარებათ და შეგეშველებათ ცხოვრების რთულ გზაზე.

          • ღია კარის დღე სსიპ კოლეჯში “ახალი ტალღა”

          • მიმდინარე წლის 17 მაისს  სსიპ კოლეჯში “ახალი ტალღა” ღია კარის დღე გაიმარათა.

            ღონისძიების ფარგლებში მოეწყო პროფესიული პროგრამების პრეზენტაციები, გამოფენები, მასტერკლასები…

            ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩვენი ცენტრის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებიც.

            მადლობას ვუხდით კოლეჯის ადმინისტრაციასა და თანამშრომლებს ნაყოფიერი მასპინძლობისათვის!

          • ბოლო ზარი!

          • მოგესალმებით!

            ყოველწლიურად ტრადიციული "ბოლო ზარი" ირეკება XII კლასელებისათვის. დღე, რომელიც სავსეა ამაღელვებელი და სევდანარევი ემოციებით!

            ამ დღის აღსანიშნავად ჩვენი XII კლასელები გეპატიჟებიან ცენტრის სააქტო დარბაზში საზეიმო ღონისძიებაზე:

            XIIა კლასი 18 მაისს 14:30 საათზე;

            XIIბ კლასი 19 მაისს 14:00 საათზე.

            ერთად დავულოცოთ გზა ჩვენს კურსდამთავრებულებს!

          • ისტ - IIა და IIბ კლასი

          • ,,ჩემი საყვარელი წიგნი"

            კომპლექსური სამუშაო

            საგანი: ისტ

            კლასი: II ა და II ბ

            მასწავლებელი: თეონა მელაძე

            მოსწავლეებმა ინტერნეტის საშუალებით მოიძიეს საჭირო ინფორმაცია , გადმოტანეს შესაბამის პროგრამაში, (ტექსტურ რედაქტორში- word) დაამუშავებას, შეავსეს მონაცემები, ამობეჭდეს და შემდეგ გაფერადებს

            სამუშაო საკმაოდ სახალისო და ნაყოფიერი გამოდგა

          • ინგლისური - Vბ კლასი

          • "შინაური და გარეული ცხოველები, ფრინველები"

            საგანი: ინგლისური ენა

            კლასი: Vბ

            მასწავლებელი: მარიამ ვერულიძე

            მოსწავლეებმა ისაუბრეს გარეულ და შენაურ ცხოველებზე, წარმოაჩინეს მათი მსგავსება და განსხვავებები, ისაუბრეს შინაური ცხოველებისა და ფრინველების მრავალფეროვნებაზე, გამოავლინეს საყვარელი ცხოველი და ფრინველი

            გააცნობიერეს ცხოველებისა და ფრინველების მნიშვნელობა ადამიანის სიცოცხლისთვის; უპასუხეს გაკვეთილის დასკვნით კითხვებს და შეაფასეს მათი მიღწევები.

          • ვიქტორინის V ტური

          • ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრის მეექვსე კლასის მოსწავლეებს შორის გაიმართა ვიქტორინის V ტური.

            მოსწავლეებმა წაიკითხეს და განიხილეს ასტრიდ ლინდგრენის "კალე ბლუმკვისტი რისკზე მიდის", "კალე ბლუმკვისტი და რასმუსი".

            ეს ტურიც საინტერესო და დაძაბული აღმოჩნდა, რასაც მოწმობს გუნდების მიერ მოპოვებული ქულებიც: 

            I ადგილი "ჭკვიანი  ვარსკვლავები" - 4 ქულა

            II ადგილი "საუნჯე" - 3 ქულა

            II ადგილი "კაბადონი" - 3 ქულა

            III ადგილი "ნორჩი მწიგნობარი" - 2 ქულა

            ვემზადებით ფინალური ტურისათვის...

          • ხელსაქმის წრე

          • ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მოსწავლეები

            გადავიდნენ ხელსაქმის მესამე ეტაპზე ქარგვაზე.

            გოგონები გამოირჩევიან საუკეთესო უნარებითა და შესაძლებლობებით!

            მადლობა პედაგოგ ნინო ვერულიძეს და მის

            საუკეთესო გოგონებს მონდომებისთვის, დაუღალავი შრომისთვის და თავისი საქმის ერთგულებისთვის

          • ფოლკლორული ანსამბლების კონკურსი

          • ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის ფოლკლორული ანსამბლი ხელმძღვანელი ვლადიმერ ვერულიძე წარსდგა

            2023 წლის 8 მაისს

            აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ფოლკლორული ანსამბლების კონკურს ოლიმპიადის მეორე ტურზე, რომელიც ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გაიმართა.

            წარმატებები საუკეთესო გუნდს

          • ქიმია - XI კლასი

          • საგანი-ქიმია

            თემა-"ვიტამინები"

            კლასი-XI

            მასწავლებელი: ლალი ვაშაკიძე

            ვიტამინებთან, მათ მნიშვნელობასა და დანიშნულებასთან დაკავშირებით მე-11 კლასში ჩატარდა პროექტი, სადაც ყურადღება გამახვილდა ძირითადად სამი მიმართულებით:"ვიტამინების როლი ადამიანთა ცხოვრებაში", განსაკუთრებით მნიშვნელოვანი A, B და C ვიტამინები" და "საკვები და ვიტამინები".მოსწავლეებმა ჯგუფურად წარმოადგინეს პროექტები და დაწვრილებით ისაუბრეს თითოეულ საკითხზე. პროექტი საკმაოდ შემეცნებითი, საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა თითოეული მოსწავლისთვის.