მთავარი
2026-2027 სასწავლო წლის სახელმძღვანელოების ჩამონათვალი
5ძვირფასო მშობლებო!
გიგზავნით სახელმძღვანელოების ჩამონათვალს.
გაცნობებთ, რომ "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში მიმდინარე წელს განხორციელებული ცვლილების თანახმად, სასწავლო პროცესში ასევე გამოიყენება
სამინისტროს მიერ შექმნილი სკოლის სახელმძღვანელოები, რომელთა შემუშავება და
ეტაპობრივი დანერგვა 2028 წლის სექტემბრისთვის დასრულდება.
მოსწავლეთა ფორმის ესკიზები
გვიახლოვდება ახალი სასწავლო წელი!
გთავაზობთ ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა ფორმების ესკიზებს გოგონებისა და ვაჟებისთვის (ფორმის შეფერილობა არის მუქი ლურჯი).
წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ!
საზაფხულო ბანაკი "სამშობლო"
კირიონ მეორის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში განსაკუთრებული მნიშვნელობის დღე აღინიშნა. სასწავლებელს სტუმრობდა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი, რომლის მონაწილეობით საზეიმოდ გაიხსნა საზაფხულო ბანაკი.
ბანაკის გახსნის ღონისძიება მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ნათელ ხსოვნას. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა იმ სულიერი და ეროვნული ფასეულობების მნიშვნელობა, რომლებიც მომავალ თაობებს პასუხისმგებლობის, სიყვარულის, ურთიერთპატივისცემისა და სამშობლოს ერთგულების სულისკვეთებით ზრდის.
წარმატებული კურსდამთავრებულები
ჩვენი გიმნაზიის თითოეულ კურსდამთავრებულს ვულოცავთ სტუდენტობას!
გიორგი გოგიტიძე - სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - კომპიუტერული მეცნიერება
ანდრია სოლომონიძე - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია- გემის მექანიკა
მეა ხარაზი-კავკასიის უნივერსიტეტი-ფსიქოლოგია
გიორგი ხალვაში-კავკასიის უნივერსიტეტი- არქიტექტურა
ლიტერატურული მარათონი
ქობულეთის რესურსცენტრში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან შემოსული წერილის საფუძველზე გაცნობებთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის "კონკურსები და ოლიმპიადები" ფარგლებში "ლიტერატურული მარათონის" კატეგორიაში მოსწავლეებს წინასწარ მიეწოდებათ წასაკითხი ლიტერატურა.
- ხუთშაბათი10/09/2026
კალენდარი
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად
ფოტო გალერეა
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად