• IIა და IIბ კლასი - ქართული ენა და ლიტერატურა

          • საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა

            კლასი: IIა და IIბ

            მასწავლებელი : ნათია გოხიძე

            თემა: ნინო ბეზარაშვილის “თოჯინა”

            კომპლექსური დავალების პირობა:

            თოჯინის დამზადების პროცესის და თოჯინის აღწერა.

            მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ხელით შექმნილი თოჯინები, გამოიყენეს ნებისმიერი მასალა, ნივთი…

            ზეპირად აღწერეს მისი კეთების პროცესი

            პატარებმა საუკეთესოდ წარმოაჩინეს ცოდნა, სასწავლო და შემოქმედებითი უნარები.

            გაკვეთილთან ერთად მოსწავლეებმა მოაწყვეს გამოფენა თემაზე: "ჩემი ხელნაკეთი თოჯინა"

            წარმატებები პატარა ხელოვანებს!

          • IIIა და IIIბ კლასი - ქართული ენა და ლიტერატურა

          • კლასი: IIIა და IIIბ

            საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა

            მასწავლებელი: მ.ყულეჯიშვილი

            თემა: შ.ბადრიძე-"მეფე მწიგნობარი"

            ი.გოგებაშვილის მიხედვით "თამარ მეფე" პროექტი: საქართველოს დიდებული მეფეები... ყველა ერს ჰყავს თავისი საამაყო გმირი და მეფე. ყველა ერში თაობიდან თაობას გადაეცემა ხოლმე ამბავი ისტორიული ეპოქისა, როდესაც ხალხის თავგანწირვას გმირი მეფის გონიერება ერთვის და ქვეყნის განვითარება, ეკონიმიკური, პოლიტიკური თვალსაზრისით, იმ უმაღლეს ნიშნულს აღწევს,რომელსაც საოცნებო საქართველო ჰქვია. სამშობლო,რომლის დაჩაგვრასაც ვერანაირი მტერი ვერ ბედავდა,სამშობლო, რომლის ერთიანობაც ნაბიჯ-ნაბიჯ, სიბრძნის და სიმამაცის დუღაბით იკვრებოდა. ქართველთა საოცნებო სამშობლო დავით IV აღმაშენებელმა და თამარ მეფემ შექმნა.

            როცა მესამეკლასელები სახელმძღვანელოში მოცემულ ტექსტებს გაეცნენ, ინტერესი გაუჩნდათ უფრო მეტი გაეგოთ საქართველოს დიდებული მეფეების შესახებ. წარმოგიდგენთ მათ მიერ შესრულებულ პროექტებს.

          • ინგლისური ენა - Iა კლასი

          • ინგლისურის დღევანდელი ფერადი გაკვეთილი, რომელიც გიმნაზიის პირველ კლასში ჩატარდა. მასწავლებელი ჯეირან ანთაძე

            “ ანბანური თავგადასავალი”

            საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით გაკვეთილი მოფუსფუსე და საინტერესო გამოვიდა. პატარებმა აქტივობებს წარმატებით გაართვეს თავი.

            #გიმნაზიისინგლისურისგაკვეთილი

          • ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის III ტური

          • გვინდა სიხარულით გაუწყოთ, რომ გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგები. მესამე ტურში გადავიდა ჩვენი სკოლა-გიმნაზიის XII კლასის მოსწავლე, ანა გოგიტიძე, რომელმაც რუსულ  ენაში დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალურ ქულათა  50%-ზე მეტი და მოხვდა შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ მონაწილეს შორის. ვულოცავთ ანასა და მის პედაგოგს, ზამირა მახარაძეს, ამ დიდი წარმატებას!

             

          • იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!

          • 7 თებერვალს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საქართველოში უკვე მეცხრედ აღინიშნება!

            ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში. ჩვენი სკოლა-გიმნაზიის V კლასის მოსწავლეებიც შეუერთდნენ ამ საერთაშორისო ინიციატივას და გახდნენ მასშტაბური ღონისძიების ნაწილი.

          • რუსული ენა - Vბ კლასი

          • საგანი : რუსული ენა

            კლასი : V ბ

            დამრიგებელი: ნატო მჟავანაძე.

            პედაგოგი: მერი ოქროპირიძე.

            პროექტი: "ჩემი საყვარელი წელიწადის დრო"

          • გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

          • “ისევ გადაიშალა ჟამთა ბრუნვის ერთი ფურცელი, ისევ ინათა ვარსკვლავმა ბეთლემის თავზე და მოვიდა დიდებული დღე ქრისტეს შობისა. ანგელოზთა გუნდნი ისევ მოჰფენენ ნაცნობ ჰანგებს ცასა და ქვეყანას: “დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება...”

            ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია გოლოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

          • ქართული ენა და ლიტერატურა - XIა და XIბ კლასი

          • თემა: ილია ჭავჭავაძე "ბედნიერი ერი"

            კლასი:  XIა და XIბ კლასი

            მასწავლებელი: შორენა შავიშვილი

             მოსწავლეებმა იმსჯელეს რეალიზმის, როგორც უმნიშვნელოვანესი მიმდინარეობს, შესახებ.

            გაიხსენეს ილია ჭავჭავაძის, როგორც რეალიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენლის, ბიოგრაფია.

            წარმოადგინეს ილია ჭავჭავაძის "ბედნიერი ერის" ანალიზი.

            იმსჯელეს ტექსტში არსებული მხატვრულ გამომსახველობითი საშუალებელისა და ლექსიკონის შესახებ.

            ტექსტს მოუძებნეს პარალელები და შეჯამების სახით, მოკლედ იმსჯელეს  რეალიზმის მნიშვნელობის შესახებ XIX საუკუნესა და დღევანდელობაში.

          • მშობლის ერთი გაკვეთილი

          • ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა- გიმნაზიაში გრძელდება პროექტი

            “მშობლის ერთი გაკვეთილი”

            ამჯერადმოწვეული იყო მშობელი Gulo Aphkhazava, რომელმაც თავი შვილის წმ. შუშანიკის სახელობის პირველ კლასში ხელმძღვანელები: ნინო ვერულიძე, Mariam Verulidze

            ჩაატარა ერთი სახალისო და შემეცნებითი გაკვეთილი.

            გაკვეთილი დატვირთული იყო სახალისო და გასართობი აქტივობებით.

            გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორი დეკანოზი მამა გაბრიელი, სკოლის მოძღვარი დეკანოზი მამა მიქაელი და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. მათ დადებითად შეაფასეს გაკვეთილი, მადლობა გადაუხადეს მოწვეულ მშობელს და წარმატებები უსურვეს ბავშვებს.

          • ნიკოლოზობა

          • გილოცავთ ნიკოლოზობას!

            ნიკოლოზობა საქართველოში განსაკუთრებით აღინიშნება, რადგან ეს წმინდანი ქართული ეკლესიისა და ბავშვების მფარველად ითვლება. წმინდანის სახელთან არაერთი სასწაულია დაკავშირებული. ყველას გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. წმინდა ნიკოლოზის მადლი და მფარველობა არ მოკლებოდეს თითოეული თქვენგანის ოჯახსა და ჩვენს ქვეყანას.

            19 დეკემბერი ,2023 წელი

            განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

            ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზიის ეზოში მდებარეობდა XVIII საუკუნის წმ. ნიკოლოზის სახელობის ნატაძრალი, რისი აღდგენაც ღვთის წყალობით და კეთილი ხალხის გვერდში დგომით მიმდინარეობს.

            დღეს,1937 წლის შემდეგ გუმბათის ქვეშ პირველად აღევლინა ლიტურღია.

            კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს!

          • მშობლის ერთი გაკვეთილი

          • პროექტი: მშობლის ერთი გაკვეთილი

            როდესაც მშობელი ჩართულია შვილის განათლების პროცესში, მოსწავლეს აქვს უფრო მაღალი აკადემიური მოსწრება. ამავე დროს

            უმჯობესდება დასწრების მაჩვენებელი, მოსწავლეს უვითარდება სოციალური უნარები და მისი ქცევა პოზიტიური ხდება როგორც სახლში, ასევე სკოლაში. ეს არის ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მოსწავლეზე, როგორც სკოლაში სწავლის პერიოდში, ასევე მომავალი პროფესიული საქმიანობის პროცესში.

            ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზიაში მოწვეული იყო მშობელი სულხან შაქარიშვილი, რომელმაც თავი შვილის წმ. იოანეს სახელობის პირველ კლასში ხელმძღვანელები: ნინო ვერულიძე, Mariam Verulidze

            ჩაატარა ერთი საინტერესო და შემეცნებითი გაკვეთილი.

            ასეთი გაკვეთილები მოსწავლეებს უმაღლებს სწავლისადმი მოტივაციას, მშობელს კი ეძლევა საშუალება ღრმად ჩაიხედოს შვილის სასკოლო საქმიანობაში

            მადლობა მოწვეულ მშობელს თანამშომლობისთვის!

          • მე და საზოგადოება - IIIა და IIIბ კლასი

          • კლასი: IIIა , III ბ

            საგანი: მე და საზოგადოება

            მასწავლებელი: სოფიო ოქროპირიძე

            პროექტი: ჩემი სახლის საყვარელი ბინადრები! ჩემი მწვანე მეგობრები!

            “ჩემი სახლის ბინადრები, ჩემი მწვანე მეგობრები“. - თემის შესწავლის დროს დაიბადა კითხვა, ვის ჰქონდა ოთახის მცენარეები ან ვის ჰყავდა ოთახის ცხოველები. მოსწავლეთა უმრავლესობამ თქვა, რომ ჰყავთ ძაღლები, კატები, კურდღლები, თუთიყუშები და ზაზუნები. შეკითხვაზე: „რატომ გყავთ?“ – მოსწავლეთა პასუხები სამართლიანი და დამაჯერებელი იყო. დამაკმაყოფილებელი იყო პასუხები შემდეგ შეკითხვაზეც: „როგორ უვლით?“.

            გაჩნდა პროექტის განხორციელების იდეაც.

            მოსწავლეებმა დაამზადეს ბუკლეტი, რომელშიც განსაზღვრეს პროექტის თემის არსი, სკოლის ადმინისტრაციის როლი, მშობლის როლი.

            მოსწავლეები დაიყო ჯგუფებად და მიეცა საშუალება, აერჩიათ მათთვის სასურველი ოთახის მცენარე ან ოთახის ცხოველი, მერე კი დაევალათ მოეძიებინათ ინფორმაცია მათი არჩეული ცხოველის ან მცენარის შესახებ.

            პროექტი მომზადდა და მოეწყო მისი განხილვა.

            პროექტისთვის გამოყენებული აქტივობები ძალიან სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა, ამიტომაც მოსწავლეებმა გადავწყვიტეს, მომავალში ეს სიამოვნება უფრო ფართო აუდიტორიასაც გაუზიარონ.

            წარმატებებს ვუსურვებთ პატარა გიმნაზიელებს და მათ “სახლის ბინადრებს”

          • ისტ - VIა და VIბ კლასი

          • საკლასო პროექტი

            ფრანგი მეცნიერი ბლეზ პასკალი და ინგლისელი მეცნიერი და გამომგონებელი ჩარლზ ბებიჯი…

            კლასი : VI ა და VI ბ

            მასწავლებელი: თეონა გოგიტიძე

          • სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებულები

          • დასრულდა საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის 2023 -2024 წლის ქობულეთის მუნიცეპალიტეტის სკოლების პირველობა, სადაც ჩვენმა სკოლამ წარმატებით იასპარეზა 36 სკოლას შორის და მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა.

            წარმატებებს მივაღწიეთ ფეხბურთში (ვაჟები) - I ადგილი და ნომინაცია საუკეთესო ფეხბურთელი ილია მანელიშვილი

            მაგიდის ჩოგბურთში (გოგონები) – I ადგილი

            მაგიდის ჩოგბურთში (ვაჟები) – II ადგილი.

            კალათბურთში (გოგონები) II ადგილი.

            ნინი მახარაძე

            მარი მახარაძე

            თამარ ცენტერაძე

            ელენე კახიძე

            ქობულეთის სასულიერო გიმნაზიის ნიჭიერმა სპორტსმენებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს თავიანთი უსაზღვრო უნარი და ისინი აგრძელებენ ასპარეზობას რეგიონის პირველობაზე

            გიმნაზიელებო, მომავალშიც გვეამაყოს თქვენი წინსვლითა და წარმატებებით!

          • ბარაქიანი შემოდგომის გაცილება - IIIა და IIIბ კლასი

          • კლასი: lllა, lll ბ

            ხელმძღვანელები: მაია ყულეჯიშვილი, თეონა მელაძე

            ,, ფეხქვეშ გათელა შემოდგომამ ხეჭეჭურები,

            ჩამოიარა ეზო-ეზო სავსე ხელადით,

            ამირანივით მოიქნია ეს ბრგე ჭურები,

            მოიქნია და დევებივით დაფლა ყელამდი".

            მესამე კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა გადაწყვიტეს ბარაქიანი შემოდგომის გაცილება უჩვეულო და განსხვავებულ გარემოში მოეწყოთ.ბერიძეების ღვინის მარანმა უმასპინძლა პატარებს.საინტერესო შეხვედრა შედგა. ბავშვები გაეცნენ ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ტრადიციას, ღვინო ბოთლებში ჩამოასხეს, ეტიკეტიც გაუკეთეს....მასპინძლებმა სიურპრიზი მოუწყვეს პატარებს- ჩურჩხელები ამოავლებინეს...ბავშვებმა ფოტოები გადაიღეს სასიამოვნო გარემოში,კერძებიც დააგემოვნეს, იცეკვეს, იმღერეს და ბედნიერი დღის დასასრულს თავიანთი ამოვლებული ჩურჩხელებიც მიირთვეს....

          • ხელოვნება - IIბ კლასი

          • ალბათ, ერთხელ მაინც დაგიჭერიათ ჭიამაი და გიკითხავთ: ”ჭია-ჭიამაია, ხვალ როგორი დარია? ჭიამაია თუ გაფრინდებოდა, ეს კარგი ამინდის ნიშანი იყო.

            მეორე კლასის მოსწავლეებმა შეარჩიეს მათთვის სასურველი მასალა და სცადეს გადმოეცათ, თუ როგორ ამინდს გვპირდება ჭიამაია.

            კომპლექსური სამუშაო - “ჭიამაია”

            საგანი: ხელოვნება

            კლასი: II ბ

            მასწავლებელი: თეონა მელაძე

            პატარებმა ფერადი ქაღალდებისგან გამოჭრეს და აპლიკაციის მეთოდით შექმნეს ჭიამაიას გამოსახულება.მის გაშლილ ფრთებს შორის მოათავსეს ფურცელი, რომელზეც დახატეს და გააფერადეს ამინდის ყველა ტიპი დამახასიათებელი ბუნებრივი მოვლენებით. ნახატის შექმნისას გამოიყენეს : თბილი და ცივი ფერები, მუქი და ღია, ძირითადი და შედგენილი.

            ბავშვებმა მოძრავი დეტალების მეშვეობით შესაძლებელი გახადეს სხვადასხვა ამინდის ჩვენება.