• შეხვედრა შალვა ამონაშვილთან

          • "17 თებერვალს გილოცავთ ჰუმანურო ადამიანებო! დღეს, ჩემი ცხოვრების 22186 დღეს, სიხარულის დღე დავგეგმე"

            "ჰუმანური საქართველო ბედნიერი მომავლისთვის“ პროექტის ფარგლებში ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში იმყოფებოდა ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელი შალვა ამონაშვილი.

            აკადემიკოსთან შეხვედრას სასულიერო პირები, პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.

          • ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის III ტური

          • გვინდა სიხარულით გაუწყოთ, რომ გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის II ტურის შედეგები. რუსული ენისა და ლიტერატურის III ტურში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს ჩვენი ცენტრის მოსწავლეებმა ანა გოგიტიძემ და ანნა შეყილაძემ (რეიტინგში 46-ე ადგილი). ვულოცავთ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგს, მერი ოქროპირიძეს, ამ დიდი წარმატებას. 

          • ვიქტორინა VIII კლასის მოსწავლეებს შორის

          • ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის VIIIა და VIIIბ კლასის მოსწავლეები დაგვიბრუნდნენ სახალისო ვიქტორინით

            ჟიულ ვერნი "15 წლის კაპიტანი"

            მონაწილეობა მიიღო გუნდებმა:

            "წიგნის არისტოკრატები"

            "დიოგენე"

            "ბრიგი"

            "პილიგრიმი"

            ვიქტორინა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, მოსწავლეებმა საუკეთესო შედეგები აჩვენეს. გამარჯვებული გახდა გუნდი "ბრიგი".

            ვულოცავთ მათ ამ წარმატებას და თითოეულ გუნდს ვუსურვებთ წინსვლას მომავალში.

          • Xა კლასში საახალწლო განწყობაა

          • ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში წინა საახალწლო ფუსფუსი დაიწყო

            " ერთმანეთის გახარების დღე"

            X ა კლასის ( დამრ. თ. ბარბაქაძე) მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული ჯგუფები ერთმანეთს შეეჯიბრა ნომრებით: საუკეთესო სიმღერა, ცეკვა, სადღეგრძელო და კერძების მომზადება

            ჯგუფები შეაფასა კომპეტენტურმა ჟიურიმ ბავშვებმა საუკეთესოდ გაართვეს თავი დაკისრებულ დავალებებს. შეჯიბრის გადამწყვეტ ფაზაში გაიმარჯვა სიყვარულმა , მეგობრობამ და სიკეთემ

            Xა კლასი და თამუნა მასწავლებელი გილოცავთ დამდეგ შობა - ახალ წელს!!! დაე, 2023 წელი მშვიდობის, სიკეთისა და სიყვარულის მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის! გისურვებთ ბედნიერებას, სიხარულს, სიყვარულს, ჯანმრთელობას, მშვიდობას, დღეგრძელობასა და კეთილდღეობას!

          • ვიქტორინის II ტური

          • ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრში გაიმართა ვიქტორინის მეორე ტური.

            გუნდებმა უპასუხეს შეკითხვებს ჟიულ ვერნის ნაწარმოებიდან "საიდუმლო კუნძული".

            თამაში წარიმართა ნაყოფიერად, რისთვისაც მადლობას ვუხდით მონაწილეებს და ვუსურვებთ წარმატებებს მესამე ტურში.

          • ვიქტორინა VII კლასის მოსწავლეებს შორის

          • ვიქტორინებით დატვირთული კვირა

            ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში გაიმართა სახალისო ვიქტორინა რომელშიც მონაწილეობდნენ VIIა (ხელმძ. ნ. მოქია) და VII ბ (ხელმძ. ი. წულუკიძე) კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები:

            "ფორს მაჟორი"

            " მერანი"

            ვიქტორინის მსველობის დროს მოსწავლეებმა საუკეთესოდ უპასუხეს კითხვებს ონჯალი რაუფის ნაწარმოებიდან " ბიჭი ბოლო მერხზე"

            ვიქტორინა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და გამარჯვებული გახდა " მერანი". ვულოცავთ გუნდს ამ გამარჯვებას ვუსურვებთ წარმატებებს მომავალში.

          • ქობულეთის მუნიციპალიტეტის სასკოლო სპორტული ოლიმპიადა

          • ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრის

            გოგონათა გუნდმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე მაგიდის ჩოგბურთში პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა

            ანანო მემარნე

            თათია ბოლქვაძე

            ელენე ჯაფარიძე

            ლიზი რომანაძე

            გილოცავთ!

            ქობულეთის მუნიციპალიტეტის სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე მაგიდის ჩოგბურთში ჭაბუკთა შორის მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა:

            დათო მჟავანაძე

            მამუკა ბაჟუნაიშვილი

            ნიკა რომანაძე

            გიორგი ვარშანიძე

            წარმატებები!

            ქობულეთის მუნიციპალიტეტის სასკოლო სპორტულ ოლომპიადაზე კალათბურთში გოგონათა შორის მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა:

            ელენე ჯაფარიძე

            ნინი მახარაძე

            ნინი მემარნე

            ანანო მემარნე

            წარმატებები საუკეთესო გუნდებს და მათ ხელმძღვანელ მერაბ ნოღაიდელს.

          • სასკოლო ღონისძიება "ოტიას საქართველო"

          • 1977 წლის, 25 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII საეკლესიო კრებამ, 45 დელეგატის არჩევანით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 141-ე საჭეთმპყრობლად ერთხმად აირჩია ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია შიოლაშვილი

            ვულოცავთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ს აღსაყდრებიდან 45 წლისთავს.

            შევთხოვოთ ღმერთს, რომ წარგვიძღვეს წინ... რომ ქართული ეკლესიების ზარების რეკვა წინანდებურად ომისა და უბედურების მაცნე კი არ ყოფილიყოს ჩვენი ერისთვის, არამედ სარწმუნოების, სასოების, სიყვარულის, შრომისა და სიკეთის ზეიმისა“, -

            ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრიში ამ დღესთან დაკავშირებით გაიმართა სასკოლო ღონისძიება "ოტიას საქართველო"

            ზღვა ემოცია და დაუვიწყარი წუთები გვაჩუქა ჩვენმა აღსაზრდელებმა, მადლობა

            ჩვენო პატარებო, გვიყვარხართ და გვეამაყებით

            თუ საქართველო წმინდა ჯვარია, -

            ნატრობ, -სამოთხის კართან იყოსო...

            თქვენი სიცოცხლე ერს უხარია,

            მრავალჟამიერ, კათალიკოსო!

          • ხელსაქმის წრე

          • ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრში აქტიურად მიმდინარეობს ხელსაქმის წრის მუშაობა. ამჟამად მოზარდები ეუფლებიან ქსოვის ტექნოლოგიას.

          • ჭადრაკის ტურნირი

          • ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში ჩატარდა შიდა სასკოლო შეჯიბრი ჭადრაკში, სადაც გამოვლინდა გამარჯვებულები:

            დათა ბაუჟაძე

            გიორგი ზოიძე

            ანამარია ვერულიძე

            ილონა გრანდი

            სიდონია კიკნაძე

            გიორგი რამიშვილი

            ნუგზარ სულამანიძე

            ელენე მჟავანაძე

            დათა ზოიძე

            ნიკოლოზ ცეცხლაძე

            ნატალი ცეცხლაძე

            გამარჯვებულმა მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღო 8, 10, და 12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის, თენგიზ ხალვაშის სახელობის ტურნირში, რომელიც ჩატარდა ა(ა)იპ ქობულეთის კომპლექსურ სასპორტო სკოლაში

            ჩვენმა მოსწავლეებმს შეძლეს I, II, III საპრიზო ადგილების მოპოვება:

            I ადგილი - ელენე მჟავანაძე

            I ადგილი - გიორგი ზოიძე

            II ადგილი - დათა ბაუჟაძე

            III ადგილი - ნიკოლოზ ცეცხლაძე

            III ადგილი - ანამარია ვერულიძე

            წარმატებები ჩვენს საამაყო გიმნაზიელებს

          • ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის შედეგები ცნობილია

          • 2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის გამარჯვებულია ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა ამა თუ იმ საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60%-ისა და მოხვდა შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის (ან მისი ქულა ემთხვევა რეიტინგულ სიაში მეათასე ადგილზე მყოფის ქულას).

            გვინდა სიამაყით გაცნობოთ, რომ ამ რთული ბარიერის დაძლევა და მეორე ტურში გადასვლა შეძლეს ჩვენი ცენტრის მოსწავლეებმა: 

            ანა გოგიტიძე - ინგლისური ენა (40 ქულა)

            ანა გოგიტიძე - რუსული ენა (40 ქულა)

            ალექსანდრე გოგიტიძე - რუსული ენა (40 ქულა)

            ელენე მართალიშვილი - ქიმია (17 ქულა)

            მარიამ მართალიშვილი - ქიმია (17 ქულა)

            ნუცა გოხიძე - ქიმია (15 ქულა)

            მათე რომანაძე - ფიზიკა (16 ქულა)

            ნატალი ცეცხლაძე - ქართული ენა და ლიტერატურა (37 ქულა)

            ნატალი ცეცხლაძე - რუსული ენა (39 ქულა)

            ანნა შეყილაძე - რუსული ენა (38ქულა)

            ვულოცავთ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს, ვუსურვებთ მომდევნო ტურის გამოწვევებიც ასეთივე წარმატებით გადაელახოთ!

             

             

          • IXბ - რუსული ენა

          • კლასი : IXბ

            საგანი : რუსული ენა

            სამოდელო გაკვეთილი თემაზე "Гений, полный любви" (რეზო გაბრიაძე).

            მასწავლებელი: მერი ოქროპირიძე.

          • Vა და Vბ - ქართული ენა და ლიტერატურა

          • საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა

            კლასი: Vა, Vბ.

            მასწავლებელი: ირინე წულუკიძე.

            მოსწავლეებმა შეისწავლეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა ,,იავნანამ რა ჰქმნა?!“, რომელშიც აღწერილია ქართველი გოგონას ლეკთა მიერ მოტაცების ამბავი და ლეკთა და ქართველთა ურთიერთობა. მოთხრობა შთაგვაგონებს ჰუმანიზმს, ტოლერანტობას, პატრიოტიზმს, ხალხთა მეგობრობას, სხვა ერების მიმართ პატივისცემას, თანადგომას.

            შემაჯამებელ გაკვეთილზე მოსწავლეებმა უყურეს და მასწავლებელთან ერთად განიხილეს მოთხრობის მიხედვით გადაღებული (ნანა ჯანელიძის) ფილმი.

          • IVბ კლასი - ქართული ენა და ლიტერატურა

          • საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა

            მასწავლებელი: ნინო მოქია

            სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი / IV კლასი

            ძირითადი რესურსი/ტექსტი: კარლო არსენიშვილის "ნასოფლარი"

            თემა: ფასეულობები

            კომპლექსური დავალება: პერსონაჟის სკამი

             

          • ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა იწყება

          • 2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური 9 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონულად ჩატარდება. 

            წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება აქვს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ნებისმიერ მოსწავლეს.   ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ონლაინ ფორმატით ტარდება. ბმული და ასევე  დეტალური ინსტრუქცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის  ოფიციალურ ვებგვერდზე www.naec.ge ოლიმპიადის ჩატარების დღეს გამოქვეყნდება. 

            ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ტარდება შემდეგ საგნებში:

            9 დეკემბერს:

            • ქართულ ენასა და ლიტერატურაში;
            • ქართულში, როგორც მეორე ენაში (არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის);
            • ფრანგულ ენაში.

            10 დეკემბერს:

            • ისტორიაში;
            • ქიმიაში.

            11 დეკემბერს:

            • ინგლისურ ენაში;
            • გერმანულ ენაში.

            12 დეკემბერს:

            • მათემატიკაში;
            • ბიოლოგიაში.

            13 დეკემბერს:

            • გეოგრაფიაში;
            • ფიზიკაში;
            • რუსულ ენაში.

            ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური საგამოცდო ცენტრებში ჩატარდება და მასში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის მონაწილე, რომელიც დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ს ან მეტს და, ამასთან ერთად მოხვდება შესაბამისი საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის. მესამე ტურში გადასასვლელად მოსწავლემ 50%-იანი ზღვარი უნდა დაძლიოს და საუკეთესო შედეგების მქონე 50 მონაწილეს შორის უნდა მოხვდეს. გამარჯვებისათვის კი დასკვნით ტურში ტესტის მაქსიმალური ქულის მინიმუმ 60%-ის მიღება და ათეულში მოხვედრაა საჭირო. ოლიმპიადის მთავარი მიზანი სასწავლო პროცესის სტიმულირება და მოსწავლეებისათვის მოტივაციის ამაღლებაა. 

             

          • ვიქტორინა დაიწყო...

          • 2 დეკემბერს ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში გაიმართა ნაყოფიერი და სახალისო ვიქტორინა, რომელშიც მონაწილეობდნენ VIა (ხელმძ. მთვარისა ჯინჭარაძე) და VIბ (ხელმძ. სოფიო შენგელია-კუჭუხიძე) კლასის მოსწავლეებისაგან დაკომლექტებული გუნდები:

            1) ჭკვიანი  ვარსკვლავები

            2) საუჯე

            3) კაბადონი

            4) ნორჩი მწიგნობარნი

            5) გენიოსი  ბავშვები

            მოსწავლეებმა I ტურში უპასუხეს კითხვებს ჟიულ ვერნის სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანიდან "80000 კილომეტრი წყალქვეშ".

          • IXა კლასი - ქართული ენა და ლიტერატურა

          • საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა

            მასწავლებელი: ირინე წულუკიძე

            სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო / IXა კლასი

            თემა: ზეპირი პრეზენტაცია დავით გურამიშვილის "დავითიანსა" და მისი შექმნის ეპოქას შორის არსებული მიმართებების შესახებ

          • საპრიზო ადგილი სპორტულ ოლიმპიადაში

          • ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრის გოგონათა გუნდმა მონაწილეობა მიიღო ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2022 - 23 სასწავლო წლის სპორტულ ოლიმპიადაში

            კალათბურთი

            მეორე ადგილის მფლობელები

            გახდნენ:

            ნინი მემარნე

            ანანო მემარნე

            ელენე ჯაფარიძე

            ნინი მახარაძე

            გილოცავთ!

            წარმატებები გოგონათა გუნდს და მის ხელმძღვანელ მერაბ ნოღაიდელს!

          • გილოცავთ!

          • 2022 წლის 24 ნოემბერს გაიმართა ზოგადსაგანმანათლბლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, საბჭოს წევრებმა განიხილეს ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის ავტორიზაციის საკითხი. სიხარულით გაუწყებთ, რომ ჩვენმა ცენტრმა წარმატებით გაიარა ავტორიზაცია!