• ლიტერატურული მარათონი

          •    ქობულეთის რესურსცენტრში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების,
            კულტურისა და სპორტის სამინისტროდან შემოსული წერილის 
            საფუძველზე გაცნობებთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების,
            კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის "კონკურსები და ოლიმპიადები"
            ფარგლებში "ლიტერატურული მარათონის" კატეგორიაში მოსწავლეებს წინასწარ
            მიეწოდებათ წასაკითხი ლიტერატურა.
               ლიტერატურის შესარჩევად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს კატეგორიების
            შესაბამისად ელექტრონულად გადაეგზავნათ 2023 წლის ლიტერატურული მარათონისათვის
            წასაკითხი ლიტერატურის სია. წიგნების შერჩევაში მონაწილეობდნენ
            ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამისი საფეხურის ქართული ენისა და
            ლიტერატურის მასწავლებლები. შესარჩევად მიწოდებული 40 დასახელების წიგნიდან ხმათა
            უმრავლესობით 2023 წლის ლიტერატურულ მარათონში წასაკითხად შერჩეულ იქნა 20-20
            დასახელების წიგნი კატეგორიების შესაბამისად.