• გილოცავთ ჯვართამაღლებას

          • მართლმადიდებელი სამყარო დღეს, 27 სექტემბერს ჯვართამაღლებას ზეიმობს. იესოს ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლება სულიერი ამაღლების მაგალითია ყოველი ქრისტიანისთვის.

            გილოცავთ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ამ დღეს, ცხოველმყოფელი ჯვრის მადლი და ძალა გფარავდეთ თქვენ და თქვენს ოჯახებს, ჩვენს სამშობლოს.

          • დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კვლევა

          • დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მხარდაჭერით ახორციელებს თამბაქოს გლობალურ კვლევას მოზარდებში (GYTS), რომელშიც ჩვენი საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მოსწავლეებიც მონაწილეობენ. კვლევა საშუალებას მისცემს ორგანიზაციას შეაფასოს 13-15 წლის მოზარდთა მიერ თამბაქოს სხვადასხვა ნაწარმის  მიმართ  დამოკიდებულება, მიდგომები და შეხედულებები.

            კვლევა ტარდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენი სკოლა და კლასები ამ კვლევაში მონაწილეობის მისაღებად შერჩეულ იქნა შემთხვევითი შერჩევის მეთოდით. კვლევა ტარდება თვითადმინისტრირებადი სტანდარტიზირებული კითხვარის გამოყენებით. კითხვარი ანონიმურია, მასში არ ჩაიწერება მოსწავლის სახელი და გვარი, ან რაიმე სხვა პერსონალური ინფორმაცია. კითხვარის დასრულების შემდეგ, პასუხების ფურცელი მოსწავლის მიერ თავსდება კონვერტში და ილუქება.

          • ღვთისმშობლობას გილოცავთ!

          • მართლმადიდებელი სამყარო 21 სექტემბერს ღვთისმშობლობას, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობას დღესასწაულობს. ამასთან დაკავშირებით ჩვენი სკოლის მოქმედ ტაძარში წირვა ჩატარდა. ეზიარნენ პატარები ,საკურნებლად სულისა და ხორცისა!

            ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა – პირველი მღვდელმთავრის აარონის შთამომავალი.

            ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი ხანდაზმულ ასაკში შეეძინათ. მათ აღთქმა დადეს, თუ ღმერთი შვილს მისცემდათ, ახალშობილს ტაძარში მსახურებისთვის უფალს მიუძღვნიდნენ. უფალმა იოაკიმესა და ანას ლოცვა-ვედრება შეისმინა. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ამცნო ანას, რომ იგი მუცლად-იღებდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საკუთარ სახლში სამი წელი იზრდებოდა.

            მართალი იოაკიმ და ანა ეკლესიის მიერ “მშობლებად ღმრთისა” იწოდებიან, როგორც უფალ იესო ქრისტეს ხორციელნი წინაპარნი. მათ განსაკუთრებული მადლი აქვთ ღვთისაგან – უშვილოებს შვილი მიანიჭონ, შეწყვიტონ მიწისძვრები და დააცხრონ ქარიშხლები.

            ღვთისმშობელმა თავისი სიწმინდითა და სათნოებით არა მხოლოდ ყველა მოკვდავს, ყველა ანგელოზსაც გარდაამეტა, ღვთის ცოცხალ ტაძრად იქცა, როგორც მას წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია უგალობს, გახდა „ზეციური ბჭე, რომლითაც ქრისტე ამქვეყნად მოვიდა ჩვენს სულთა სახსნელად“, ღვთისმშობელი ზეციურ იერარქიაში თვით უმაღლესი დასის ანგელოზებზე მაღლა დგას. როგორც მისდამი მიძღვნილ ერთ-ერთ საგალობელშია, „უპატიოსნესი ქერუბიმთა და აღმატებით უზესთაესი სერაფიმთა“.

            ღვთისმშობელი ყველას შემწე და მეოხია, მაგრამ საქართველოსა და ქართველებს იგი განსაკუთრებით მფარველობს. ეს იმიტომ, რომ, საღვთო გადმოცემის თანახმად, ივერია ღვთისმშობლის წილხვედრია. როცა მოციქულები წილს ყრიდნენ, ვის რომელ მხარეში ექადაგა ქრისტეს რჯული, ღვთისმშობელს საქართველო ხვდა წილად, მაგრამ დედაღვთისას უფალი გამოეცხადა და აუწყა, არ დაეტოვებინა იერუსალიმი, ვინაიდან მოახლოებული იყო მისი მიძინება, და ისიც აღუქვა, რომ მისი წილხვედრი მიწა მომავალში გაბრწყინდებოდა. ასე რომ, ღვთისმშობლის ნაცვლად საქართველოში ანდრია პირველწოდებული გამოგზავნეს

          • უფალი იყოს ჩვენი მფარველი!

          • 15 სექტემბერს, გიმნაზიაში დეკანიზმა მამა გაბრიელმა და დეკანოზმა მამა მიქაელმა სწავლის დაწყების პარაკლისი აღავლინა, თვალციმციმა გოგო- ბიჭებს, პირველკლასელებს, ცოდნის სამყაროში პირველი ნაბიჯები დაულოცა და წარმატებებით, სიყვარულით სავსე წლები უსურვა.

            ძვირფასო გიმნაზიელებო, მშობლებო, პედაგოგებო დღეს ჩვენ, ყველანი ერთად ვქმნით ხვალინდელ საქართველოს!

            კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, რომელიც დარწმუნებული ვართ იქნება სიხარულით, სიყვარულით, უამრავი ცოდნით, სავსე და გაბრწყინებული.

            უფალი იყოს თქვენი მფარველი!

          • გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

          • საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 სექტემბერს ინდიქტიონის, ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს.

            დიახ, დღეს, 14 სექტემბერს, როცა საეკლესიო ახალი წელი დგება, ტრადიციისამებრ, ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურმა ცენტრმა ახალი 2023-2024 სასწავლო წლის დაწყება აღნიშნა

            2023 წლის 14 სექტემბერი!

            ახალი სასწავლო წლის დასაწყისი!

            როგორც ყოველთვის, დღესაც იყო ბევრი ღიმილი და სიხარული, პატარების მოლოდინით და ინტერესით აღსავსე თვალები, მცირე სიურპრიზებიც, ყვავილები, ფოტოები!

            გიმნაზიის ადმინისტრაცია ჩვენს მოსწავლეებს, განსაკუთრებით, პირველკლასელებს და სკოლის პედაგოგებს საუკეთესო სურვილებით გილოცავთ ახალი, 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას!

            გისურვებთ ჯანმრთელობას და წაარმატებებს!

            უფალი იყოს თქვენი შემწე და მფარველი!

          • გიზიარებთ ჩვენი კურსდამთავრებულების წარმატებას

          •  

            ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრი 2022-23 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს ულოცავს სტუდენტობას და უსურვებს წარმატებულ მომავალს

            1. ელისაბედ სიამაშვილი : თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი 100% გრანტი

            2. ნინი ცეცხლაძე : კავკასიის უნივერსიტეტი 50% გრანტი

            3. ანა ავალიანი : კავკასიის უნივერსიტეტი 50% გრანტი

            4. ვაჟა აბუსერიძე : ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 50% გრანტი

            5. ლიზა ოქროპირიძე : საქართველოს უნივერსიტეტი 50% გრანტი

            6. მარიამ მართალიშვილი: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 50% გრანტი

            7. ლუკა გიორგაძე: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 50% გრანტი

            8. ნიკა ბეჟანიძე: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი შიდა 40% გრანტი

            9. ელენე ანთაძე : ილიას სახელობის უნივერსიტეტი სრული დაფინანსება

            10. თინიკო გოგიტიძე : თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სრული დაფინანსება

            11. ნიკოლოზ ცინცაბაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი შიდა 40% დაფინანსება.

            გავა დრო ყველას და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, თქვენც იტყვით თქვენს სათქმელს. გვასახელებთ ყველას ერთად.მაღალი ღმერთი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს.