• წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის მადლი არ მოაკლდეს საქართველოს

          • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ოქრომკერდით შემკული ფაჩუჩები, რომლებიც ყოველ წელს სასწაულებრივად ცვდება. წმინდანის უხრწნელ სხეულს აცმევენ ახალ ფაჩუჩებს, ხოლო გაცვეთილს ანაწილებენ მთელ მსოფლიოში.

            ღვთის მადლითა და წყალობით წმინდანის ფაჩუჩი ჩამობრძანდა ჩვენს ეპარქიაში და ჩვენი სკოლის  ტაძარში იმყოფებოდა ერთი კვირის მანძილზე.

            დღეს, 25 მარტს

            ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა- გიმნაზიაში ჩვენი მოძღვრების ლოცვა კურთხევით გადმოაბრძანეს სიწმინდე და აღავლინეს სამადლობელი პარაკლისი, შემდეგ შემოატარეს ყველა საკლასო ოთახი და ჩვენი აღსაზრდელები აზიარეს ამ სიწმინდეს.

            ტრიმიფუნტელის სასწაულმოქმედი ე.წ. ფაჩუჩი დიდი სიწმინდეა. ეს ფაჩუჩი არ არის ჩვეულებრივი. სასწაულმოქმედება იმაში გამოიხატება, რომ ცვდება. ყოველ წელს უცვლიან წმინდანს ამ ფაჩუჩს. ეს იმიტომ, რომ ვინც მას ევედრება, დასახმარებლად მასთან მიდის. ფაჩუჩი ხილული სასწაულია, იმისა როგორ გვევლინებიან წმინდანები, გვეხმარებიან ,როგორ გვიდგანან გვერდზე და რა ძალა აქვს ლოცვებს .

          • ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს

          • 2011წლის 19 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. 2012 წლიდან ეს დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება.

            ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის პირველკლასელებიც უერთდებიან ამ დღეს.

          • პირველკლასელთა რეგისტრაცია

          • შეგახსენებთ, რომ მიმდინარეობს პირველკლასელთა განცხადებების მიღება ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში.

            დაგეგმილია 3 ჯგუფის მიღება, ადგილების რაოდენობა იწურება და მსურველებმა მოგვმართეთ დროულად.

            განცხადების მიღების დრო:

            ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

            11:00-დან 14:30 საათამდე.

          • IIბ კლასი - ბუნებისმეტყველება

          • საინტერესო კომპლექსურის პრეზენტაცია გაიმართა სკოლა - გიმნაზიის მეორე ბ კლასში თემა “ძლიერი ქარი ზღვაზე ,როგორ ანგრევს შტორმი სანაპიროს “

            მასწავლებელი: ლუიზა ვერულიძე

            პატარებს კარგად ჰქონდათ გააზრებული რა შეიძლება გამოიწვიოს ძლიერმა ქარმა

            მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ხელით შექმნილი ესკიზები, მოდელები

            ასევე თვალსაჩინო მოდელებით შეასრულეს რამდენიმე აქტივობა ინდივიდუალურად და ჯგუფურად. ჯგუფური სამუშაოც ასევე საინტერესო და სახალისო აქტივობებით იყო დაგეგმილი. მოსწავლეებში კარგად ჩანდა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში.

          • სიცოცხლისთვის, ჩემო დედა, დღეს მადლობას გიხდი!

          • სიცოცხლისთვის, ჩემო დედა, დღეს მადლობას გიხდი!

            როდესაც ადამიანი ამქვეყანას ევლინება, დედის ხმა ესმის და მის თვალებს ხედავს უპირველესად. მერე ეს თვალები, შვილის სიყვარულით გამთბარი, უძირო და უნაპირო, სამუდამოდ რჩება მეხსიერებაში…

            ხელებიც, თავდაპირველად სათუთი და გლუვი, თანდათან კარგავს სინაზეს, თუმცა შვილისთვის ამით არაფერი იცვლება:

            დაბადებისას ჩავკიდებთ ხელს მშობელს და უხილავი ძაფი სამუდამოდ ებმება ჩვენ შორის.

            ქობულეთის წმ. კირიონ II- ის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში დედის დღესთან დაკავშირებით II ბ კლასის მოსწავლეებმა დაუვიწყარი და ემოციებით სავსე საღამო გვაჩუქეს

            ამ სასიამოვნო წუთებისთვის მადლობას ვუხდით პატარებს, მშობლებს და

            კლასის ხელმძღვანელებს:

            ნათია გოხიძეს და ლუიზა ვერულიძეს

            ჩვენო საამაყო დედიკოებო!

            დედის დღეს გილოცავთ, გისურვებთ უფლის წყალობას, ჯანმრთელობას და ულევ სიხარულს

            ბედნიერი დედები იყავით, მრავალჟამიერ!

          • გილოცავთ დედის დღეს!

          • კლასი: IIIა და IIIბ

            ხელმძღვანელები : მ.ყულეჯიშვილი, თ.მელაძე

            ჩვენ, მესამე კლასის მოსწავლეები გულისფანცქალით ველოდით გაზაფხულის შემობრძანებას..და ,აი, დადგა ნანატრი დღეც- 1 მარტი.ჩვენი უსაყვარლესი ადამიანების- დედიკოების მოლოდინში სიხარულით ვცეკვავდით, ვხტოდით, ვმღეროდით,მათთვის დედის დღის მილოცვას ვგეგმავდით.

            მაიკო მასწავლებელი სიურპრიზებს გვპირდებოდა... მოლოდინი გამართლდა, გავიხარეთ დედიკოებთან ერთად.

            მადლობა მაიკო, თეონა, სოფო მასწავლებლებო, გულწრფელი სიყვარულისთვის...ჩვენი დედიკოების გახარებისთვის....

            ყველას გილოცავთ დედის დღეს!!!!

            პატივისცემით მესამე კლასის მოსწავლეები

          • 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო

          • https://naec.ge/#/ge/post/3115

             

            2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დღეს, 4 მარტის 10:00 საათზე დაიწყო და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. 

            რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge.  

            იხილეთ რეგისტრაციის დეტალური ვიდეოინსტრუქცია. 

            აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: 

            • პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში მონიშნოს სპეციალური  პირობა;
            • საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 15 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ;
            • საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა გამოსაცდელებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე ექნებათ.

            შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტს შეუზღუდავი რაოდენობით შეუძლია საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა.

            შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი  2024  წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მსურველებს სთავაზობს ელექტრონულ კრებულს  „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“.

            ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების მსურველებმა რეგისტრაციის გავლამდე უნდა გადაიხადონ გამოცდაში მონაწილეობის საფასური - ერთი საგნის გამოცდისათვის 10 ლარი. სისტემა ავტომატურად ამოწმებს ინფორმაციას გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის შესახებ (თუ გადახდა არ დადასტურდა, აბიტურიენტი ეკრანზე ხედავს შესაბამის შეტყობინებას და ვეღარ აგრძელებს რეგისტრაციას). 

            გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:

            „საქართველოს ბანკის“ გადახდების პლატფორმით - bogpay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი + 1,2%; იხილეთ დეტალური ინსტრუქცია

            „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;

            „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი; იხილეთ დეტალური ინსტრუქცია;

            „საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით - mBank - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი.

            თუ აბიტურიენტი რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე ცენტრს განცხადებით 4 აპრილის 18:00 საათამდე მომართავს, მას თანხა უკან დაუბრუნდება. 

            თუ აბიტურიენტს გამოცდის დროს ესაჭიროება სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, უნდა მონიშნოს შესაბამისი ველი და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა (ფორმა №100) განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 15 აპრილის 18:00 საათამდე.

            განაცხადები მიიღება თბილისში მისამართზე: ე. მინდელის N9. რეგიონებში კი ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.