• ხელს ნუ ახლებთ ჩიტის ბუდეს - I კლასი

          • ტყის მოვლა-გაშენება და დაცვა ეს არ არის რომელიმე კერძო პიროვნების საქმე, ეს მისი ერის საქმეა. ვისაც ერის მომავლისათვის გული არ შესტკივა, ის რა საკვირველია, ხეებს უღვთოდ გააჩანაგებს, გაკაფავს და ცეცხლსაც კი წაუკიდებს“ – ილია ჭავჭავაძე.

            ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზიის

            I კლასში საგნის მასწავლებელი: ნინო ვერულიძე დამრიგებელი:მარიამ ვერულიძე ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა კომპლექსური დავალების პრეზენტაცია - “ ხელს ნუ ახლებთ ჩიტის ბუდეს”

            მოსწავლეებმა შექმნეს გამაფრთხილებელი პოსტერები შესწავლილი ტექსტების დედააზრის წარმოჩენის მიზნით. ისაუბრეს თუ რა დანაშაულებს ჩადიან ადამიანები ფრინველებისა და ცხოველების მიმართ. წარმოადგინეს მრავალფეროვანი და საინტერესო გამაფრთხილებელი პლაკატები ადამიანებისაგან მათ დასაცავად.

          • ვიქტორინა

          • ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის  მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის V  კლასის მოსწავლეებს შორის გაიმართა ლიტერატურული ვიქტორინა.

            მოსწავლეებმა  წაიკითხეს და განიხილეს  ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის "პატარა უფლისწული".

            ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების, ნინო მოქიასა და თამარ ბარბაქაძის, დახმარებით იმსჯელეს ნაწარმოების თემისა და იდეის შესახებ.

             ქულები შემდეგნაირად გადანაწილდა:

            "მკითხველები" - 4 ქულა

            "მჭევრმეტყველები" - 3 ქულა

            "პატარა გენიოსები" - 2 ქულა

            "ფილოსოფოსები" - 1 ქულა

            ვემზადებით შემდეგი ტურისათვის!

          • Iგ კლასი - ქართული ენა და ლიტერატურა

          • საგანი: ქართული ენა

            თემა: ენა დედაა ერისა!

            კლასი: პირველი

            მასწავლებელი: ირმა ოქროპირიძე

            ენა დედაა ერისა… ეს სიტყვები ყოველი ქართველისათვის კარგად ნაცნობი და საამაყოა… საამაყოა, რამდენადაც ქართული ენის სიყვარულმა, მისი დაცვისთვის ბრძოლამ მოიყვანა ქართული სული, ქართული თვითმყოფადობა დღევანდელ დღემდე… ქართული ენით გაერთიანებულმა ერმა შექმნა უკვდავი კულტურა და ხელოვნება ივერიისა. ქართული ენა ღვთის ენააო თამამად შეიძლება ითქვას… ,,დიაღ“– ეს იგივეა, რაც დიდ არს ღმერთი… მხოლოდ ქართული ენით აღიარებს მსოფლიოს ყველა ჩვილი უფალის ერთადერთობას როცა ამბობს ,,აღუ“– არს ღმერთი უფალი… ქართულ ,,ქ“-ს ქრისტეს სიმბოლოდ, ხოლო ,,ჯ“-ს ჯვრის სიმბოლოდ მოიაზრებენ.

          • დიალოგი ფსიქოლოგთან თემაზე - ბულინგი

          • ბულინგი 21-ე საუკუნის მთავარ გამოწვევად რჩება. იგი იგეგმება და ვითარდება არა მხოლოდ ხილულ გარემოში, არამედ სოციალური ქსელების და ინფორმაციულ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით. შესაბამისად, ბულინგის პრევენცია და მართვა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. შეხვედრის მონაწილეების აზრით, ბულინგის ფაქტების პრევენცია და დაძლევა სწორედ ადმინისტრაციის, მასწავლებლების და მშობლების აქტიური თანამშრომლობით არის შესაძლებელი.

            2024 წლის 11 მაისს, ორგანიზაცია “ საქართველოს ახალგაზრდულმა აკადემიამ”

            ქობულეთის სკოლა - გიმნაზიის მოსწავლეებს მხელმძღვანელი მერი ოქროპირიძე, უმასპინძლა ბათუმის საზღვაო აკადემიაში.

            შეხვედრის თემა განიხილავდა სასკოლო სივრცეში ბავშვთა მიმართ ძალადობასა და ბულინგს, ასევე ამ პრობლემების აღმოფხვრისთვის საჭირო სამართლებრივ მექანიზმებს.შეხვედრაზე მოსწავლეებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოავლინეს ძალადობის ისეთი ფორმის მიმართ, როგორიცაა უგულვებელყოფა, ისაუბრეს ჩაგვრის დროს მსხვერპლის შიშზე.

            გაიმართა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დისკუსია. ბავშვებმა ლექტორებთან ერთად განიხილეს ბულინგის გამომწვევი მიზეზები და მისი აღმოფხვრის გზები.

          • VIIა და VIIბ კლასი - რუსული ენა

          • საგანი : რუსული ენა

            კლასი : VII ა , VIIბ

            დამრიგებლები: სოფიო შენგელია-კუჭუხიძე, მთვარისა ჯინჭარაძე

            პედაგოგი: მერი ოქროპირიძე

            იმიტირებული გამოცდა

            ვემზადებით წლის ბოლოსთვის დანიშნული სასკოლო გამოცდისათვის.

          • IIIა და IIIბ კლასი - მხიარული სტარტები

          • მხიარული სტარტები

            სპორტის მასწავლებლები: თეონა მელაძე, ლუიზა ვერულიძე

            მსაჯი: მერაბ ნოღაიდელი

            დამრიგებელი: მაია ყულეჯიშვილი

            III ა და III ბ კლასის მოსწავლეებს შორის გაიმართა სპორტული ასპარეზობა სხვადასხვა სპორტულ თამაშში, გაიმარჯვა მეგობრობამ!!!

          • I კლასი - ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკა და ხელოვნება

          • ვმუშაობთ მეთოდით მე- შენ - ჩვენ.

            ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკა და ხელოვნება

            კლასი: პირველი

            თემა: გეომეტრიული ფიგურები

            მასწავლებლები: ნინო ვერულიძე,

            მარიამ ვერულიძე

            საგანთა ინტეგრირება თანამედროვე სწავლების მნიშვნელოვანი კომპონენტია. ასეთი გაკვეთილები მოსწავლეების შინაგან მოტივაციას ერთიორად ამაღლებს და ზრდის საგნების მიმართ ინტერესს. მოსწავლეები ეჩვევიან ერთი და იმავე მასალის სხვადასხვა კონტექსტში დანახვას, რაც მათ უადვილებს ამა თუ იმ თემის შესწავლას. მნიშვნელოვანია, ისე დაიგეგმოს საგანთა ინტეგრირება, რომ გათვალისწინებული იყოს ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ამ საგნების მისაღწევი შედეგები, ხოლო გაკვეთილის ორგანიზების ფორმა და დაგეგმილი აქტივობები ემსახურებოდეს ორივე საგანში შედეგების მისაღწევად განსაზღვრულ მიზნებს.

            მოსწავლეებმა გამოჭრეს გეომეტრიული ფიგურები და ხელოვნების მასწავლებლის დახმარებით ააწყვეს სხვადასხვს აპლიკაციები.

            ხელოვნების მასწავლებელმა ესაუბრა მათ თუ როგორ ქმნიდნენ შედევრებს დიდი მხატვრები სიმეტრიის ღერძის გამოყენებით.

            გაკვეთილი წარიმართა საინტერესოდ. სასიამოვნო გარემოს შექმნის მიზნით მასწავლებლების მითითებით მოსწავლეებმა გეომეტრიული ფუგურების გამოყენებით მრავალფეროვანი ნამუშევრების პრეზენტაცია წარმოადგინეს. საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩაერთო მთელი ჯგუფი.

          • IIIა და IIIბ კლასი

          • IIIა და III ბ კლასები

            დამრიგებლები: მაია ყულეჯიშვილი,

            თეონა მელაძე

            22 აპრილი- დედამიწის დღეა!

            მესამეკლასელები სიხარულით შეუერთდნენ მსოფლიო დღესასწაულს, თუმც აღნიშნეს, რომ ჩვენი სახლის დაცვა, პატრონობა , გაფრთხილება ყოველდღიურ მოთხოვნილებად უნდა გვექცეს.

            მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის ეზო, წერილიც დაუწერეს დედამიწას და სხვა აქტივობებიც განახორციელეს.

            ნამდვილად ძალიან სასიამოვნო საყურებელი იყო როგორ გულმოდგინედ შრომობდნენ ეს პატარები თავიანთი სკოლის სისუფთავისთვის და სილამაზისთვის.

            წარმატებები ჩვენს პატარებს და მათ მასწავლებლებს!

          • გილოცავთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

          • წელს, მართლმადიდებლური სამყარო ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს 25 აპრილს ზეიმობს.მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია გილოცავთ იესო ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შესვლას, ბზობა-ბაიაობას!

            უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! მრავალს დაესწარით! 

            ტროპარი:ყოველთა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთვისცა მეგობარი შენი ლაზარე მკუდრეთით აღადგინე, ქრისტე ღმერთო, რომლისათვის ჩუენცა, ვითარცა შვილნი ებრაელთანი, შევწირავთ შენდა ძლევისა გალობასა, რომელმან დათრგუნე სიკუდილი: ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა. 

          • ტვინების ბრძოლა - III ასაკობრივი კატეგორია

          • ტვინების ბრძოლა არის გუნდური ინტელექტუალური თამაში სკოლის მოსწავლეებისათვის. ერთ სივრცეში განლაგებული გუნდები პასუხობენ წამყვანის მიერ გაჟღერებულ შეკითხვებს. თემატიკა არის ზოგადი, შეკითხვები კი დაფუძნებულია ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარზე. 

            III ასაკობრივ კატეგორიაში (IX, X, XI, XII კლასი) მონაწილებდნენ გუნდები:

            ჯვაროსნები

            გიმნაზიელები

            ალბატროსი

            ლიდერები

            მჭევრმეტყველები

            თოლია

            ვენი ვიდი ვიცი

            ედელვაისი

            ფილოსოფოსები

            პირველადგილოსანმა გუნდმა "ფილოსოფოსები" მოიპოვა გამარჯვების დამადასტურებელი დიპლომი და ასპარეზობის უფლება "ტვინების ბრძოლის" სკოლათშორის ჩემპიონატზე.

            ვულოცავთ და მომავალში წარმატებულ ასპარეზობას ვუსურვებთ!

          • ტვინების ბრძოლა - II ასაკობრივი კატეგორია

          • ტვინების ბრძოლა არის გუნდური ინტელექტუალური თამაში სკოლის მოსწავლეებისათვის. ერთ სივრცეში განლაგებული გუნდები პასუხობენ წამყვანის მიერ გაჟღერებულ შეკითხვებს. თემატიკა არის ზოგადი, შეკითხვები კი დაფუძნებულია ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარზე. 

            II ასაკობრივ კატეგორიაში (VI, VII, VIII კლასი) მონაწილებდნენ გუნდები:

            ბონა დეა

            ვესტა

            კელაპტარი

            საუნჯე

            ნორჩი მწიგნობარი

            არგონავტები

            ნიკე

            მერანი

            პირველადგილოსანმა გუნდმა "მერანი" მოიპოვა გამარჯვების დამადასტურებელი დიპლომი და ასპარეზობის უფლება "ტვინების ბრძოლის" სკოლათშორის ჩემპიონატზე.

            ვულოცავთ და მომავალში წარმატებულ ასპარეზობას ვუსურვებთ!

          • დედამიწა ჩვენი სახლია!

          • 22 აპრილი, დედამიწის დღე 1970 წლიდან აღინიშნება. ეს დღე სენატორმა გეოლორდ ნელსონმა მას შემდეგ დააარსა, როცა სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა, რამაც ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება გამოიწვია.

            დედამიწის დღეს, ძნელად შეიძლება ვუწოდოთ დღესასწაული, ის უფრო ღონისძიებაა, რომელიც მიზნად ისახავს, ადამიანების ყურადღების მიპყრობას, პლანეტის ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით.

            ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზიის მეორეკლასელებმა დამრიგებლები : ნათია გოხიძე და ლუიზა ვერულიძე, აღნიშნეს ეს დღე და დედამიწას ერთი ნამუშევარი მიუძღვნეს.

          • ტვინების ბრძოლა - I ასაკობრივი კატეგორია

          • ტვინების ბრძოლა არის გუნდური ინტელექტუალური თამაში სკოლის მოსწავლეებისათვის. ერთ სივრცეში განლაგებული გუნდები პასუხობენ წამყვანის მიერ გაჟღერებულ შეკითხვებს. თემატიკა არის ზოგადი, შეკითხვები კი დაფუძნებულია ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარზე. 

            I ასაკობრივ კატეგორიაში (III, IV, V კლასი) მონაწილებდნენ გუნდები:

            წიგნიერები

            ცეცხლოვანი ვარსკვლავები

            ოქროს ბავშვები

            ნორჩი მკითხველები 

            გენიოსები

            არწივი

            პირველადგილოსანმა გუნდმა "გენიოსები" მოიპოვა გამარჯვების დამადასტურებელი დიპლომი და ასპარეზობის უფლება "ტვინების ბრძოლის" სკოლათშორის ჩემპიონატზე.

            ვულოცავთ და მომავალში წარმატებულ ასპარეზობას ვუსურვებთ!

          • ღია კარის დღე კოლეჯში "ახალი ტალღა"

          • 23 აპრილს კოლეჯში “ახალი ტალღა” ჩატარდა  “ღია კარის დღე", რომელსაც ესწრებოდნენ ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის საშუალო საფეხურის მოსწავლეები.

            ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა გამოფენა-პრეზენტაციები, ინფო-ტურები და პროფესიების მოსინჯვები.

            კოლეჯის თანამშრომლებმა და პროგრამის ხელმძღვანელებმა მოსწავლეებს გაუწიეს კონსულტირება თითოეული პროფესიული პროგრამის შესახებ.

             

          • 2024 წლის ქობულეთის "ეტალონი სკოლა"

          • 22 აპრილს “ეტალონის” გუნდურ ჩემპიონატს ქობულეთის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა.

            ღონისძიება ქობულეთის N 3 სკოლაში ჩატარდა , სადაც მუნიციპალიტეტის 39 სკოლის 195 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა

            შეჯიბრს “ეტალონის” ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძლვებოდა.

            ინტელექტის და ცოდნის ზეიმში, ქობულეთის

            სკოლების მე-6 და მე-7 კლასებისგან დაკომპლექტებულ გუნდებს შორის, 2024 წლის “ ეტალონის” გამარჯვებული და პირველი ადგილის მფლობელი გახდა

            ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზიის გუნდი

            ოთარ ზოიძე

            დემეტრე ჯინჭარაძე

            ნია კუჭუხიძე

            გიორგი ბეჟანიძე

            ანასტასია ანთაძე

            გიმნაზიელებო , გილოცავთ!

            ჩვენ ეჭვიც არ გვეპარება თქვენს შესაძლებლობებში

          • ენა ქართული- საამო და საგალობელი!

          • 14 აპრილი თავისუფლების, სიამაყის, ერთიანობის, გამარჯვების, მომავალზე ზრუნვისა და ქვეყნის ეროვნული ღირებულებების დაცვის საუკეთესო გამოვლინებაა.

            ქართული ენის დაცვის დღესთან დაკავშირებით ქობულეთის რესურსცენტრში მოსწავლეთა კალიგრაფიისა და მხატვრული კითხვის კონკურსი ჩატარდა

            კონკურს შეუერთდა და კომისიის წინაშე შთამბეჭდავად წარსდა

            ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზიის მოსწავლეები.

            კომისიის წევრები მოსმენილითა და ნანახით ძალიან კმაყოფილებიი დარჩნენ, მადლობა გადაუხადეს მოსწავლეებსა და მათ მასწავლებლებს და მომავალშიც უამრავი წარმატება უსურვეს.

          • 14 აპრილს საქართველოში  დედაენის დღე აღინიშნება

          • 14 აპრილს საქართველოში  დედაენის დღე აღინიშნება.

            ამ დღის დაწესებას თავისი ისტორია აქვს. კერძოდ, 1978 წელს ქართველმა ხალხმა მტკიცედ გააპროტესტა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.

            ათასობით ადამიანმა საპროტესტო შეკრებები და გამოსვლები დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ შეიძლებოდა სისხლისღვრა მომხდარიყო, თბილისში მრავალათასიანი მიტინგი მაინც გაიმართა. ანალოგიური ვითარება იყო საქართველოს სხვა ქალაქებსა და რეგიონებში. ამ საკონსტიტუციო ცვლილებას სხვა ქვეყნებშიც მოჰყვა უკმაყოფილება, მაგრამ ქუჩაში გასვლა მხოლოდ ქართველებმა გაბედეს.

            ამ დღეს ქართველმა ხალხმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა!

            შექმნილი ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.

            XIა კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას მიულოცეს დედაენის დღე და გადასცეს საინფორმაციო ბროშურები. 

          • დედაენის დღე

          • საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
            კლასი: Vა 
            მასწავლებელი: თამარ ბარბაქაძე

            14 აპრილს საქართველოში  დედაენის დღე აღინიშნება. 

            1978 წელს დრამატული მოვლენებიდან ორმოცი წელი გავიდა. საქართველომ დამოუკიდებლობაც აღიდგინა და გასაკვირი არაა, რომ ქართული ენის დაცვას არ სჭირდება გმირობა, თუმცა, როგორც პროფესორი ავთანდილ არაბული ამბობს: „უცხოენოვანი ექსპანსია უფრო ხელშესახები გახდა, შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე სალიტერატურო ენა ბარბარიზმებით ძალიან არის გადატვირთული. თუნდაც საგანმანათლებლო სფეროში ისეთი ტერმინების ძალიან დიდი სიუხვეა, რომლებიც ოფიციალურად არ არის დაწესებული.“

            ამიტომ ჩვენ, თითოეულმა ქართველმა, კარგად უნდა გავითავისოთ გრიგოლ ორბელიანის სტრიქონები:

             

            „ერის ცხოვრება,

            მისი დიდება,

            მის ისტორია დაცულ არს ენით;

            რა ენა წახდეს,

            ერიც დაეცეს...

            წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმიდას!..“


          • რა? სად? როდის?

          • ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, სამსახურის ორგანიზებით მიმდინარე წლის 13 აპრილს ჩატარდა პროგრამით გათვალისწინებული ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“, რომელიც განახორციელა აჭარის ინტელექტ-კლუბმა.

            შეჯიბრში იასპარეზეს

            ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზიის მოსწავლეებმა.

            წარმატებები გიმნაზიელებო!

          • ხელოვნება - IIIა და IIIბ კლასი

          • საგანი : ხელოვნება

            მასწავლებელი: თეონა მელაძე

            კლასი: IIIა და IIIბ

            თემა: ,,გამოყენებითი ხელოვნება- მოხატული თეფშები"

            უძველესი დროიდან ადამიანები ცდილობდნენ შეემკოთ და დაემშვენებინათ ნივთები, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში მოიხმარდნენ. ასე იქმნებოდა გამოყენებითი ხელოვნების ერთ- ერთი ნიმუში ორნამენტებით მოხატული ჭურჭელი.

            მესამე კლასელები შეეცადნენ ორნამენტების, ფერების, ფორმებისა და ხაზების რიტმული განმეორებით შეექმნათ საინტერესო ნიმუშები. პატარებმა გუაშის საღებავით მოხატეს თეფშები და თავიანთი ფანტაზიით გააფორმეს. შემოქმედებითი პროცესი საკმაოდ საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი იყო.