• თეატრი და სკოლა

          • სკოლა და თეატრი

            შინაარსიანი, საინტერესო და შთაბეჭდილებებით სავსე ერთი უქმე დღე

            ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის VIIIა კლასის მოსწავლეები და კლასის ხელმძღვანელი ზამირა მახარაძე ეწვია ბათუმის დრატურულ თეატრს ნაჩვენები იყო ავქსენტი ცაგარელის პიესა

            "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" რეჟ. ალექსანდრე ქანთარია

          • ბუნებისმეტყველება - IVა კლასი

          • " ჩემი მხარე"

            ეს შენი სამშობლოა, შენი საქართველო თავისი მრავალსაუკუნოვანი წარსულით, აწმყოთი და მომავლით, თავისი უმშვენიერესი ბუნებით, თვითმყოფადი კუთხეებითა და ადამიანობით!

            ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის

            IVა კლასის მოსწავლეებმა

            ბუნების გაკვეთილზე სამშობლოს შესწავლა საკუთარი კუთხიდან, ქალაქიდან, სოფლიდან დაიწყეს

            თემა მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა, მოსწავლეები არაერთ აქტივობაში ჩაერთნენ და იმუშავეს, როგორც ჯგუფურად ისე ინდივიდუალურად

          • ისტ - VIბ კლასი

          • პოპულარული მობილური ტელეფონები.

            საგანი: ისტ (ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები)

            კლასი: VI ბ

            მასწავლებელი : თეონა გოგიტიძე

            1984 წლისთვის მობილური ტელეფონი შვედეთის, ნორვეგიის, დანიის და საუდის არაბეთის გარდა არცერთმა ქვეყანამ არ მიიღო, რადგან იგი უსარგებლო სათამაშო ნივთი ეგონათ. 1985 წლისთვის კი ამ "სათამაშომ" ისე გაითქვა სახელი და იმდენად პრაქტიკული აღმოჩნდა, რომ მის შესაძენად ხალხი რიგში ჩადგა. მობილური ტელეფონი თანდათან იხვეწებოდა. პირველი ფერად ეკრანიანი ტელეფონი 1997 წელს გამოვიდა, ხოლო პირველი ორბარათიანი მობილური 1999 წელს. 2000 წელს იაპონელებმა აწარმოეს ფოტოაპარატით აღჭურვილი მობილური "შარფი". 2002 წელს კომპანია "ერიქსონმა" შექმნა პირველი ბლუთუზიანი ტელეფონი. იმავე წელს "სამსუნგის" ფირმამ პირველმა გამოუშვა ყოველმხრივ დახვეწილი აპარატი, რომელსაც ყველანაირი ფუნქცია ჰქონდა.

            ცოტა ხნის წინ კანში გამართულ მილიონერების აუქციონზე შვედურმა კომპანიამ ყველაზე ძვირადღირებული მობილური ტელეფონი გაიტანა. ოქროს ხელნაკეთი აპარატი ბრილიანტებითაა გაფორმებული. იგი ერთ-ერთმა ბიზნესმენმა 1,2 მილიონ დოლარად შეიძინა.

            პროექტი საკმაოდ საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა. მოსწავლეებმა ისაუბრეს ახალი ტექნოლოგიების შესახებ და გამოიტანეს დასკვნები.

          • გაზაფხული ჩვენს ფანჯრებში

          • გაზაფხული ჩვენს ფანჯრებში და პატარების უჩვეულოდ აციმციმებული თვალები, ბაგეებზე ნაზი ღიმილი და ამაღლებული განწყობა!

            ახალი იდეების მოლოდინი...

            გაიღიმეთ, ცხოვრება მშვენიერია!

          • ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს

          • 2011წლის 19 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. 2012 წლიდან ეს დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება.

            ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მოსწავლეებიც უერთდება ამ დღეს.

            " ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს"

          • ქართული ენა და ლიტერატურა - VIIIა კლასი

          • საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა

            თემა: კომპლექსური დავალება "გადააკეთეთ ნაწარმოები სცენაზე დასადგმელად"

            კლასი: VIIIა კლასი

            მასწავლებელი: თამარ ბარბაქაძე

            მოსწავლეებმა სცენაზე გააცოცხლეს დავით კლდიაშვილის მოთხრობის "სოლომან მორბელაძის" პერსონაჟები. 

          • ინგლისური ენა - VIIბ კლასი

          • ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დატვირთული ინგლისურის გაკვეთილი

            საგანი: ინგლისური ენა

            თემა : რობიზონ კრუზო

            კლასი: VII ბ

            მასწავლებელი: მარიამ ვერულიძე

            მოსწავლეებმა საყვარელი საგნის მასწავლებლის დახმარებით შეძლეს ემოგზაურად შორეულ წარსულში.

            გაიგეს რობიზონ კრუზო გემით მოგზაურობის დროს როგორ გადაურჩა ველურ გარემოს, რომელიც შემდგომ წარმოადგინეს პროექტის სახით

          • ისტორია VIIა კლასი

          • მორიგი ვიზიტი ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის VIIა კლასის მოსწავლეების ქობულეთის არქეოლოგიურ მუზეუმში.

            თემა- "უძველესი ადამიანი და მისი საქმიანობა''.

            სკოლის მოსწავლეები მუზეუმის აუდიტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. მუზეუმში ხშირი ვიზიტი არა მარტო ამყარებს კლასში მიღებულ ცოდნას, არამედ მოზრდილებში სამყაროსადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას აყალიბებს. მუზეუმში ყოფნისას მოსწავლეებში აღძრული ცნობისმოყვარეობა და ინტერესი დიდ როლს ასრულებს მის პიროვნულ განვითარებასა და ჩამოყალიბებაში.

            დიდი მადლობა მუზეუმის თანამშრომლებს , რომლებმაც მოსწავლეებს გაუწიეს მეგზურობა !

            კლასის ხელ-ლი:ნინო მოქია

            ისტორიის პედაგოგი :სოფო რომანაძე

          • შეხვედრა მოძღვართან

          • 14 მარტს, ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში თვითმართველობის ორგანიზებით და დირექციის მხარდაჭერით გაიმართა შეხვედრა გიმნაზიის მოძღვრებთან.

            შეხვედრაზე განხილული იქნა თემა: "ინტერნეტი თინეიჯერების ცხოვრებაში"

            მოსწავლეებმა ისაუბრეს ინტერნეტის დადებით და უარყოფით მხარეებზე, მოსალოდნელ რისკებზე. ასევე განხილული იქნა თინეიჯერების დამოკიდებულება ინტერნეტის მიმართ.

            უშლის თუ არა კომპიუტერი თინეიჯერს სწავლაში ხელს? ამ საკითხთან დაკავშირებით ორი აზრი არებობს… ზოგი თვლის, რომ კომპიუტერი და ინტერნეტი ძალიან დიდ დახმარებას უწევს იმ მასალების მოძიებაში, რომელიც მას სკოლაში სჭირდება.

            თუმცა ნაწილი თვლის, რომ კომპიუერი მთლიანად ფანტავს მათ გონებას და ხელს უშლის მეცადინეობაში...

            მოსწავლეები თვლიან, კომპიუტერი და ინტერნეტი ართმევთ ძალიან დიდ დროს და ვეღარ ახერხებენ საფუძვლიანი განათლების მიღებას, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მათ მომავალს...

          • იაკობ გოგებაშვილი "ბუდე"

          • საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა

            თემა: ი. გოგებაშვილის "ბუდე"

            კლასი: Iა და I ბ

            მასწავლებელი: ნათია გოხიძე

            გაზაფხული! შესანიშნავია, არა? ბუნება ცოცხლდება, იღვიძებს. ირგვლივ ყველაფერი სუნთქავს და რეკავს. ჰაერს გაზაფხულის სუნი ასდის.

            ზამთრის სიჩუმის შემდეგ გაზაფხულს თან მოაქვს უამრავი მხიარული ხმოვანი ხმა. ხმაურიანი ნაკადულები, ბზარი, მსხვრევა, ყინული მდინარეზე. ჰაერი ივსება თბილი ქვეყნებიდან დაბრუნებული ჩიტების სიმღერით...

            ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის პირველკლასელებმა ნათია მასწავლებლის დახმარებით თბილი ქვეყნებიდან დაბრუნებულ ჩიტუნებს ბუდეები დაუმზადეს

            გაკვეთილი წარიმართა მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით. პატარებმა თავიანთი შემოქმედებითი ნიჭითა და დიდი მონდომებით საუკეთესოდ გაართვეს თავი დაკისრებულ დავალებას.

          • პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

          • ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში დაიწყო პირველკლასელთა განცხადებების მიღება.

            დეტალების დასაზუსტებლად დარეკეთ წინასწარ მხოლოდ სამუშაო დღეებში 14:00 საათამდე ნომერზე 571 11 34 85 ნინო ვერულიძე

          • ხელოვნება IVა კლასი

          • ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში

            შეუძლებელია არ გიყვარდეს ხელოვნების გაკვეთილი.

            მასწავლებელი: მალხაზ მელაძე

          • გილოცავთ დედის დღეს

          • დედის დღეს საქართველოში ტრადიციისამებრ 3 მარტს აღნიშნავენ. დღესასწაული ქვეყანაში 28 წლის წინ შემოიღეს.

            დედა - ეს ყველაზე მშვენიერი სიტყვაა დედამიწაზე, რომელიც ყველა ენაზე ერთნაირი სინაზით ჟღერს.

            ეს არის სასწაული, რომლის შეცნობასაც ჩვენ დაბადებიდანვე ვიწყებთ. დედის ალერსიან და თბილ ხელებს ყველაფერი შეუძლია, ხოლო მის ერთგულ გულში კი სიყვარული არასდროს არ ქრება.

            დღეს, ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის lV ა კლასის მოსწავლეებმა საყვარელ დედიკოებს მისალოცი ბარათები დაუმზადეს.

          • ჩვენი ქვეყნის ისტორია

          • ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრში ქართული ფილმების კვირეული დაიწყო.

            საგანი : ქართული ენა და ლიტერატურა

            კლასი: IVა

            მასწავლებელი: ნინო ვერულიძე

            თემა :

            " ჩვენი ქვეყნის ისტორია"

            " კრწანისის ბრძოლა"

            მოსწავლეებმა შეაჯამეს თემატურად შესწავლილი და კლასგარეშედ წაკითხული ნაწარმოებები. ისაუბრეს ჩვენი ქვეყნის იტორიული ფაქტების შესახებ " რა ვიცოდი, რა გავიგე, რის გაგება მსურს"

            ნაჩვენები იყო ქართული ფილმი

            " მაია წყნეთელი"

          • დახატე შენი სამშობლო

          • 28 თებერვალს , ქობულეთის მუზეუმის პერიოდული გამოფენების დარბაზში გაიხსნება გამოფენა:

            " დახატე - შენი სამშობლო"

            მიძღვნილი

            აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 145 წლისადმი.

            აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის IV ა კლასის მოსწავლეებმა:

            ლელუკა ბაუჟაძე

            სიდონია სულამანიძე

            მონაწილეები დაჯილდოვდნენ საიუბილეო დიპლომებით

          • გეოგრაფია VIIIა კლასი

          • გეოგრაფიის გაკვეთილი ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის VIII ა კლასში.

            კომპლექსური დავალების პრეზენტაცია

            " გადავარჩინოთ არალის ტბა - ზღვა "

            ეს იყო საქმინი თამაში.

            მოსწავლეებმა, როგორც სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტებმა, წარმოდგინეს თავიანთი ხედვა ამ პრომლების შესახებ. ჩატარდა სიმპოზიუმი, სადაც შეიმუშავეს არალის ზღვის გადარჩენის გეგმა.

            პედაგოგი: იზოლდა ვერულიძე

          • მედალოსანთა დაჯილდოება

          • საქართველოს მასშტაბით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ოქროსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოვა 2020-2021 წლის წარჩინებული კურსდამთავრებულები.

            ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის 2020-21 სასწავლო წლის 9 მედალისანს მიულოცა და მედლები გადასცა ცენტრის ადმინისტრაციამ.

            ანანო ხინიკაძე

            გიორგი თხილაიშვილი

            მარიამ ხარაზი

            ეთუკა ვასაძე

            ქრისტინა მეტრეველი

            კესო კვესეიშვილი

            მარიამ ცენტერაძე

            ანა ჯინჭარაძე

            ნაზი ბასილიძე

            მედალოსნებს გადაეცა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები

            მადლობა მათ პედაგოგებს, რომელთა თანადგომის გარეშე ნამდვილად გაუჭირდებოდათ ამ წარმატებების მიღწევა. კიდევ ერთხელ ვულოცავთ დაჯილდოებულებს და ვუსურვებთ, რომ სამომავლოდ ბევრი ჯილდო დაემსახურებინოთ.

            გვეამაყებით გიმნაზიელებო!

          • რა? სად? როდის?

          • სსიპ "ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის" პროგრამის "ინტელექტუალურ-კულტურული პროექტების მხარდაჭერის" ფარგლებში ინტელექტუალური თამაში: რა? სად? როდის? გაიმართა ქალაქ ქობულეთის N6 საჯარო სკოლაში.

            ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრს წარმოადგენდა გუნდი  "ათენა".

            მადლობა გუნდს საინტერესო თამაშისთვის და წარმატებები მომავალში!

          • ვიქტორინის III ტური

          • ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო  მართლმადიდებლური ცენტრის VI  კლასის მოსწავლეებს შორის გაიმართა ვიქტორინის III ტური.

            მოსწავლეებმა  წაიკითხეს და განიხილეს  მარკ ტვენის  "უფლისწული და მათხოვარი".

            ვიქტორინის ეს ტური განსხვავებული ფორმატით ჩატარდა. გუნდის წევრებმა ინდივიდუალურად დაწერეს ნაწარმოების მიხედვით შედგენილი დახურული ტესტი. ჯგუფის საშუალო ქულათა მიხედვით გამოვლინდა ამ ტურის გამარჯვებული. ქულები შემდეგნაირად გადანაწილდა:

            "საუნჯე" - 4 ქულა

            "ჭკვიანი ვარსკვლავები" - 3 ქულა

            "კაბადონი" - 2 ქულა

            "ნორჩი მწიგნობარი" - 1 ქულა

            ვემზადებით შემდეგი ტურისათვის!

          • ნაყოფიერად გატარებული უქმე დღეები "HELLADOS"

          • სკოლა და თეატრი

            ნაყოფიერად გატარებული უქმე დღეები

            19 თებერვალს ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის

            VIIIბ კლასი (დამრიგებელი: მერი ოქროპირიძე ) ესტუმრა ბათუმის დრამატულ თეატრს. წარმოდგენილი იყო ნოდარ დუმბაძის HELLADOS | (რეჟ. პეტრე ჩარგეიშვილი)

            ზღვა ემოცია, სასიამოვნო შთაბეჭდილებები და განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი დღე.

            მადლობა მერი მასწავლებელს