• გილოცავთ ღვთისმშობლობას!

          • გილოცავთ შობას ყოვლადწმიდის ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა!

            შობამან შენმან, ღვთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა, რამეთუ შენგან აღმოგვიბრწყინდა მზე სიმართლისა ქრისტე ღმერთი ჩვენი, დახსნა წყევა და მოგვმადლა კურთხევა და განაქარვა სიკვდილი და მოგვანიჭა ჩვენ ცხოვრება საუკუნო. მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი

          • რესურსცენტრის წარმომადგენლების ვიზიტი

          • სკოლებში სასწავლო წელი დაიწყო.

            რესურსცენტრის თანამშრომლები სტუმრად ქობულეთის მართლმადიდებლურ ცენტრში იმყოფებოდნენ.

            ისინი სასწავლო გარემოს და დამხმარე სასწავლო რესურსებს გაეცნენ.

            ქალბატონმა მ. გოგიტიძემ გიმნაზიელებს პირადად მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება და უსურვა წარმატებები.

          • ტრადიციული დასაწყისი

          • ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრი ახალ სასწავლო წელს სკოლის შენობის კურთხევით იწყებს.

            2022-2023 სასწავლო წელიც ამ ტრადიციით დაიწყო. სკოლის დირექტორმა დეკანოზმა გაბრიელმა და მოძღვარმა დეკანოზმა მიქაელმა აკურთხეს სკოლის შენობა, საკლასო ოთახები, დალოცეს აღსაზრდელები და ნაყოფიერი წელი უსურვეს.

          • შეხვედრა შალვა და პაატა ამონაშვილებთან

          • სასიამოვნო და ნაყოფიერი შეხვედრა! დაუვიწყარი შთაბეჭდილებები და ფრაზები, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია ჰუმანური პედაგოგიკა.

            "ადამიანი, რომელიც ეძებს გზას ღმერთისკენ, ის არის ჰუმანური და აღზრდის ჰუმანურ თაობას"

            "მასწავლებელს ვეკითხებით, როგორ სწავლობს ჩვენი შვილი. არადა, უნდა ვეკითხებოდეთ, როგორი ადამიანი იზრდება ჩემი შვილი?"

            "თუ ბავშვის სიყვარული ვერ დაიმსახურე, გაკვეთილს ვერ ჩაატარებ!" ...

             

             

          • მედალოსანთა დაჯილდოება

          • 2022 - 2023 სასწავლო წელი სასიამოვნო სიახლით დაიწყო. ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის წარჩინებული კურსდამთავრებულები, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლოტი დიმიტრის ლოცვა-კურთხევით ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ, რომელიც ტრადიციულად ყოველ წელს მათთვის მზადდება.

            გილოცავთ! გისურვებთ წარმატებებს, აწ უკვე პროფესიულ საქმიანობაში!

          • საამაყო გიმნაზიელი

          • მიმდინარე წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებში, ქობულეთში 100%-იანი გრანტი 8 მოსწავლემ მიიღო. მათ შორისაა ჩვენი მართლმადიდებლური ცენტრის მოსწავლე, ნია გოხიძე. მოსწავლეები მერიისგან ერთჯერადად, 2000-2000 ლარით დაჯილდოვდნენ. ახალგაზრდებს, ლევან ზოიძე შეხვდა. მერმა მათ წარმატებები უსურვა.

             

          • გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

          • 14 სექტემბერი და მეთოთხმეტე ახლი სასწლო წელი!

            ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში დღეს პირველი ზარი დაირეკა.

            ეს სასწავლო წელი ყოფილიყოს საქართველოს აყვავების, გამთლიანების, ერთიანობის, ქართველი ხალხის სულიერი აღზევების, წინსვლისა და წარმატების მომტანი.