• ქართული ენა და ლიტერატურა - XIა და XIბ კლასი

          • თემა: ილია ჭავჭავაძე "ბედნიერი ერი"

            კლასი:  XIა და XIბ კლასი

            მასწავლებელი: შორენა შავიშვილი

             მოსწავლეებმა იმსჯელეს რეალიზმის, როგორც უმნიშვნელოვანესი მიმდინარეობს, შესახებ.

            გაიხსენეს ილია ჭავჭავაძის, როგორც რეალიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენლის, ბიოგრაფია.

            წარმოადგინეს ილია ჭავჭავაძის "ბედნიერი ერის" ანალიზი.

            იმსჯელეს ტექსტში არსებული მხატვრულ გამომსახველობითი საშუალებელისა და ლექსიკონის შესახებ.

            ტექსტს მოუძებნეს პარალელები და შეჯამების სახით, მოკლედ იმსჯელეს  რეალიზმის მნიშვნელობის შესახებ XIX საუკუნესა და დღევანდელობაში.

          • მშობლის ერთი გაკვეთილი

          • ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა- გიმნაზიაში გრძელდება პროექტი

            “მშობლის ერთი გაკვეთილი”

            ამჯერადმოწვეული იყო მშობელი Gulo Aphkhazava, რომელმაც თავი შვილის წმ. შუშანიკის სახელობის პირველ კლასში ხელმძღვანელები: ნინო ვერულიძე, Mariam Verulidze

            ჩაატარა ერთი სახალისო და შემეცნებითი გაკვეთილი.

            გაკვეთილი დატვირთული იყო სახალისო და გასართობი აქტივობებით.

            გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორი დეკანოზი მამა გაბრიელი, სკოლის მოძღვარი დეკანოზი მამა მიქაელი და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. მათ დადებითად შეაფასეს გაკვეთილი, მადლობა გადაუხადეს მოწვეულ მშობელს და წარმატებები უსურვეს ბავშვებს.

          • ნიკოლოზობა

          • გილოცავთ ნიკოლოზობას!

            ნიკოლოზობა საქართველოში განსაკუთრებით აღინიშნება, რადგან ეს წმინდანი ქართული ეკლესიისა და ბავშვების მფარველად ითვლება. წმინდანის სახელთან არაერთი სასწაულია დაკავშირებული. ყველას გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. წმინდა ნიკოლოზის მადლი და მფარველობა არ მოკლებოდეს თითოეული თქვენგანის ოჯახსა და ჩვენს ქვეყანას.

            19 დეკემბერი ,2023 წელი

            განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

            ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზიის ეზოში მდებარეობდა XVIII საუკუნის წმ. ნიკოლოზის სახელობის ნატაძრალი, რისი აღდგენაც ღვთის წყალობით და კეთილი ხალხის გვერდში დგომით მიმდინარეობს.

            დღეს,1937 წლის შემდეგ გუმბათის ქვეშ პირველად აღევლინა ლიტურღია.

            კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს!

          • მშობლის ერთი გაკვეთილი

          • პროექტი: მშობლის ერთი გაკვეთილი

            როდესაც მშობელი ჩართულია შვილის განათლების პროცესში, მოსწავლეს აქვს უფრო მაღალი აკადემიური მოსწრება. ამავე დროს

            უმჯობესდება დასწრების მაჩვენებელი, მოსწავლეს უვითარდება სოციალური უნარები და მისი ქცევა პოზიტიური ხდება როგორც სახლში, ასევე სკოლაში. ეს არის ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მოსწავლეზე, როგორც სკოლაში სწავლის პერიოდში, ასევე მომავალი პროფესიული საქმიანობის პროცესში.

            ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზიაში მოწვეული იყო მშობელი სულხან შაქარიშვილი, რომელმაც თავი შვილის წმ. იოანეს სახელობის პირველ კლასში ხელმძღვანელები: ნინო ვერულიძე, Mariam Verulidze

            ჩაატარა ერთი საინტერესო და შემეცნებითი გაკვეთილი.

            ასეთი გაკვეთილები მოსწავლეებს უმაღლებს სწავლისადმი მოტივაციას, მშობელს კი ეძლევა საშუალება ღრმად ჩაიხედოს შვილის სასკოლო საქმიანობაში

            მადლობა მოწვეულ მშობელს თანამშომლობისთვის!

          • მე და საზოგადოება - IIIა და IIIბ კლასი

          • კლასი: IIIა , III ბ

            საგანი: მე და საზოგადოება

            მასწავლებელი: სოფიო ოქროპირიძე

            პროექტი: ჩემი სახლის საყვარელი ბინადრები! ჩემი მწვანე მეგობრები!

            “ჩემი სახლის ბინადრები, ჩემი მწვანე მეგობრები“. - თემის შესწავლის დროს დაიბადა კითხვა, ვის ჰქონდა ოთახის მცენარეები ან ვის ჰყავდა ოთახის ცხოველები. მოსწავლეთა უმრავლესობამ თქვა, რომ ჰყავთ ძაღლები, კატები, კურდღლები, თუთიყუშები და ზაზუნები. შეკითხვაზე: „რატომ გყავთ?“ – მოსწავლეთა პასუხები სამართლიანი და დამაჯერებელი იყო. დამაკმაყოფილებელი იყო პასუხები შემდეგ შეკითხვაზეც: „როგორ უვლით?“.

            გაჩნდა პროექტის განხორციელების იდეაც.

            მოსწავლეებმა დაამზადეს ბუკლეტი, რომელშიც განსაზღვრეს პროექტის თემის არსი, სკოლის ადმინისტრაციის როლი, მშობლის როლი.

            მოსწავლეები დაიყო ჯგუფებად და მიეცა საშუალება, აერჩიათ მათთვის სასურველი ოთახის მცენარე ან ოთახის ცხოველი, მერე კი დაევალათ მოეძიებინათ ინფორმაცია მათი არჩეული ცხოველის ან მცენარის შესახებ.

            პროექტი მომზადდა და მოეწყო მისი განხილვა.

            პროექტისთვის გამოყენებული აქტივობები ძალიან სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა, ამიტომაც მოსწავლეებმა გადავწყვიტეს, მომავალში ეს სიამოვნება უფრო ფართო აუდიტორიასაც გაუზიარონ.

            წარმატებებს ვუსურვებთ პატარა გიმნაზიელებს და მათ “სახლის ბინადრებს”

          • ისტ - VIა და VIბ კლასი

          • საკლასო პროექტი

            ფრანგი მეცნიერი ბლეზ პასკალი და ინგლისელი მეცნიერი და გამომგონებელი ჩარლზ ბებიჯი…

            კლასი : VI ა და VI ბ

            მასწავლებელი: თეონა გოგიტიძე

          • სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებულები

          • დასრულდა საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის 2023 -2024 წლის ქობულეთის მუნიცეპალიტეტის სკოლების პირველობა, სადაც ჩვენმა სკოლამ წარმატებით იასპარეზა 36 სკოლას შორის და მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა.

            წარმატებებს მივაღწიეთ ფეხბურთში (ვაჟები) - I ადგილი და ნომინაცია საუკეთესო ფეხბურთელი ილია მანელიშვილი

            მაგიდის ჩოგბურთში (გოგონები) – I ადგილი

            მაგიდის ჩოგბურთში (ვაჟები) – II ადგილი.

            კალათბურთში (გოგონები) II ადგილი.

            ნინი მახარაძე

            მარი მახარაძე

            თამარ ცენტერაძე

            ელენე კახიძე

            ქობულეთის სასულიერო გიმნაზიის ნიჭიერმა სპორტსმენებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს თავიანთი უსაზღვრო უნარი და ისინი აგრძელებენ ასპარეზობას რეგიონის პირველობაზე

            გიმნაზიელებო, მომავალშიც გვეამაყოს თქვენი წინსვლითა და წარმატებებით!

          • ბარაქიანი შემოდგომის გაცილება - IIIა და IIIბ კლასი

          • კლასი: lllა, lll ბ

            ხელმძღვანელები: მაია ყულეჯიშვილი, თეონა მელაძე

            ,, ფეხქვეშ გათელა შემოდგომამ ხეჭეჭურები,

            ჩამოიარა ეზო-ეზო სავსე ხელადით,

            ამირანივით მოიქნია ეს ბრგე ჭურები,

            მოიქნია და დევებივით დაფლა ყელამდი".

            მესამე კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა გადაწყვიტეს ბარაქიანი შემოდგომის გაცილება უჩვეულო და განსხვავებულ გარემოში მოეწყოთ.ბერიძეების ღვინის მარანმა უმასპინძლა პატარებს.საინტერესო შეხვედრა შედგა. ბავშვები გაეცნენ ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ტრადიციას, ღვინო ბოთლებში ჩამოასხეს, ეტიკეტიც გაუკეთეს....მასპინძლებმა სიურპრიზი მოუწყვეს პატარებს- ჩურჩხელები ამოავლებინეს...ბავშვებმა ფოტოები გადაიღეს სასიამოვნო გარემოში,კერძებიც დააგემოვნეს, იცეკვეს, იმღერეს და ბედნიერი დღის დასასრულს თავიანთი ამოვლებული ჩურჩხელებიც მიირთვეს....

          • ხელოვნება - IIბ კლასი

          • ალბათ, ერთხელ მაინც დაგიჭერიათ ჭიამაი და გიკითხავთ: ”ჭია-ჭიამაია, ხვალ როგორი დარია? ჭიამაია თუ გაფრინდებოდა, ეს კარგი ამინდის ნიშანი იყო.

            მეორე კლასის მოსწავლეებმა შეარჩიეს მათთვის სასურველი მასალა და სცადეს გადმოეცათ, თუ როგორ ამინდს გვპირდება ჭიამაია.

            კომპლექსური სამუშაო - “ჭიამაია”

            საგანი: ხელოვნება

            კლასი: II ბ

            მასწავლებელი: თეონა მელაძე

            პატარებმა ფერადი ქაღალდებისგან გამოჭრეს და აპლიკაციის მეთოდით შექმნეს ჭიამაიას გამოსახულება.მის გაშლილ ფრთებს შორის მოათავსეს ფურცელი, რომელზეც დახატეს და გააფერადეს ამინდის ყველა ტიპი დამახასიათებელი ბუნებრივი მოვლენებით. ნახატის შექმნისას გამოიყენეს : თბილი და ცივი ფერები, მუქი და ღია, ძირითადი და შედგენილი.

            ბავშვებმა მოძრავი დეტალების მეშვეობით შესაძლებელი გახადეს სხვადასხვა ამინდის ჩვენება.

          • მოქალაქეობა - VIIა კლასი

          • “ვერ ვიტყვი რომ ის მხოლოდ საგანმანთლებლო დაწესებულებაა, ის ჩემი სახლია სადაც სიყვარულით მელოდებიან, სადაც ფიქრობენ ჩემს მომავალზე. ეს ხომ ის სახლია სადაც ექვსი წლის მორცხვი გოგონა მიმიყვანეს, სამყარო მაშინ ჩემთვის შეუცნობელი იყო და მახსოვს თითქოს დაკარგული ვიყავი სადღაც, საიდანაც მასწავლებელმა ბილიკით დაიწყო, შარაგზაზე გამოგვიყვანა და საბოლოოდ კი ცხოვრების იმ გზის დასაწყისში მივყავართ საიდანაც შეგნებული ცხოვრების ფართო გზა იწყება.ეს ხომ ის სახლია,სადაც ხშირ შემთხვევაში უფრო მეტი იციან, ვიდრე საკუთარ სახლში”

            პროექტი : “ჩვენი სკოლა”

            კლასი: მეშვიდე

            მასწავლებელი: თამუნა მენაღარიშვილი

            მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს პროექტი " ჩვენი სკოლა" სადაც წარმოადგინეს ჩვენი სკოლის დაარსების ისტორია ,წეს - ჩვეულებები ,ისაუბრეს იმ გარემოზე სადაც ისინი მშვიდად და კარგად გრძნობენ თავს მამებისა და პედაგოგების გარემოცვაში.

          • ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა

          • 2023-2024 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის გამარჯვებულია ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა ამა თუ იმ საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60%-ისა და მოხვდა შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის (ან მისი ქულა ემთხვევა რეიტინგულ სიაში მეათასე ადგილზე მყოფის ქულას).

            გვინდა სიამაყით გაცნობოთ, რომ ამ რთული ბარიერის დაძლევა და მეორე ტურში გადასვლა შეძლეს ჩვენი გიმნაზიის მოსწავლეებმა: 

            ბოლქვაძე თათია (X კლასი) - რუსული ენა (36 ქულა)

            ზოიძე ია (XI კლასი)  - ქართული ენა და ლიტერატურა (35 ქულა)

            ზოიძე ია (XI კლასი) - ინგლისური ენა (40 ქულა)

            ზოიძე ია (XI კლასი) - მათემატიკა (15 ქულა)

            შეყილაძე ანნა (XI კლასი)  - ქართული ენა და ლიტერატურა (35 ქულა)

            ცენტერაძე ბარბარე (XI კლასი)  - ქართული ენა და ლიტერატურა (35 ქულა)

            ცენტერაძე ბარბარე (XI კლასი) - ინგლისური ენა (40 ქულა)

            გოგიტიძე ანა (XII კლასი) - ინგლისური ენა (40 ქულა)

            გოგიტიძე ანა (XII კლასი)  - რუსული ენა (40 ქულა)

            ვულოცავთ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს, ვუსურვებთ მომდევნო ტურის გამოწვევებიც ასეთივე წარმატებით გადაელახოთ!

          • ღვინის ტური - IIა და IIბ კლასი

          • ღვინის ტური

            სტუმრად ბერიძეების მარანში

            ჩინებული ღვინო - ყველაზე გულწრფელი გამოხატულებაა იმ ადგილისა და ხალხის, რომელთაც იგი შექმნეს. ამიტომაც, ქართული კულტურისა და ღვინის კულტურის ამქვეყნად მოვლინება მუდამ ერთად მოიაზრება.

            ქართული კულტურაში უხვადაა ლეგენდები და ტრადიციები, რომლები სავსეა მეღვინეობისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებით. საქართველო, როგორც მევენახეობისა და მეღვინეობის სამშობლო, მოხსენიებულია გასული საუკუნეების მრავალი პოეტის, მწერლის და მოგზაურის შემოქმედებაში.

            ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის II ა და II ბ კლასის მოსწავლეები დამრიგებელი ნათია გოხიძე და ლუიზა ვერულიძე სტუმრად იმყოფებოდნენ ბერიძეების მარანში.

            მოსწავლეებს ესაუბრეს, ქართული ღვინის შესახებ, რომ ქართული ღვინის სრულყოფილება ადგილობრივი ჯიშების ფართო სპექტრის, კლიმატური პირობებისა და ნიადაგის გამორჩეული თანაფარდობით და უნიკალურობითაა განპირობებული. საუკუნოვანი გამოცდილების შედეგია ღვინის მრავალფეროვანი არჩევანი საქართველოში, დაწყებული დახვეწილი თეთრით და სრულსხეულიანი წითლით, დამთავრებული ტკბილი აისვაინითაც კი! უდაოა, რომ საქართველოს შეუძლია აწარმოოს ნებისმიერი გემოვნებისათვის შესაფერისი ღვინოები. ვაზისადმი უსაზღვრო თავდადებამ 500-ზე მეტი უძველესი ჯიში გადაარჩინა საქართველოში, რომელთაგანაც დღესდღეობით 38 კომერციული წარმოებისთვის გამოიყენება.

            პატარებს საშუალება ჰქონდათ ენახათ ქართული მარანი, ქვევრები და როგორ ხდება ღვინის წარმოება.

            ასე შინაარსიანად გააცილეს შემოდგომა ჩვენმა გიმნაზიელებმა, მადლობა ამ დღის ორგანიზატორებს Natia Gokhidzeს და Luiza Verulidzeს

          • თენგიზ ხალვაშის სახელობის ღია ტურნირი ჭადრაკში

          • 1-ელ და 3 დეკემბერს ქობულეთის სასპორტო სკოლაში ჩატარდა თენგიზ ხალვაშის სახელობის ღია ტურნირი ჭადრაკში 8-10-12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

            ტურნირის პრიზიორები გახდნენ წმ. კირიონ II- ის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები.

            ნიკოლოზ ცეცხლაძე

            ანამარია ვერულიძე

            ელენე მჟავანაძე

            სიდონია კიკნაძე

            ლელუკა ბაუჟაძე

            საბა ზოიძე

            ჩვენს მოსწავლეებს ვულოცავთ ამ გამარჯვებას და ვუსურვებს კიდევ ბევრ წარმატებას!

          • ქართული ენა და ლიტერატურა - VIIIა და VIIIბ კლასი

          • ”ჭეშმარიტი რწმენის გარეშე ადამიანი არარაობაა, ცოდნის შეუძენლად კაცი არ ვარგობს და განათლების უპირველესი წყარო წიგნია. წიგნის სიყვარული, ტრადიციების ერთგულება და ეროვნული საუნჯის გაფრთხილება – ესაა ჭეშმარიტი ქართველობა”- ეს სიტყვები დიდ ქართველ მწერალს, კლასიკოსს ბატონ ოტია იოსელიანს ეკუთვნის.

            ასე მიმართავდა იგი ახალგაზრდებს, ქვეყნის მომავალს, არწმუნებდა, რომ წიგნი უზენაესია და, რომ მის გარეშე წინსვლა, განვითარება შეუძლებელია.

            კლასი: VIII ა და VIII ბ

            მასწავლებელი: ნინო მოქია და ირინე წულუკიძე

            ბავშვებმა წაიკითხეს ( კლ. ლიტერატურა)ალ. ყაზბეგის “ხევისბერი გოჩა" . წაკითხვის შემდეგ მოეწყო პარალელურ კლასთან შეხვედრა.

            პირველ შეხვედრაზე მოეწყო ზეპირი პრეზენტაცია , სადაც მოსწავლეებმა გამოთქვეს საკუთარი აზრი, იმსჯელეს თითოეულ პერსონაჟზე და შეაფასეს მათი საქციელები.

            შემდეგ შეხვედრაზე , მოსწავლეებს მიეცათ წერითი დავალებები ... ისინი დაყოფილი იყვნენ ჯგუფებად ,თითოეული ჯგუფიდან თითო წარმომადგენელმა აირჩია ბარათი, სადაც წერილობითი დავალების პირობა იყო მოცემული ,ნაწარმოების მიხედვით 45 წთ-ის განმავლობაში მათ უნდა გადმოეცათ თხზულების სახით თავიანთი აზრი.

            ბავშვებმა წარმატებით გაართვეს თავი მოცემულ დავალებას და კლასშივე წაიკითხეს მათი ნააზრევი.

          • მუსიკა - VIა და VIბ კლასი

          • საგანი: მუსიკა

            კლასი: 6 ა , 6 ბ

            მასწავლებელი : სოფო შენგელია

            რადგან დღესდღეობით პოპულარულია უცხოური სხვადასხვა ჟანრის ფილმები აუცილებელი გახდა ქართული ფილმების მიმართ მოსწავლეების მეტი ინტერესის გაღვივება,რომ ვაჩვენოთ მათ რამდენად მდიდარი და ღირებულია იგი, შეინახონ და პატივი სცენ მათ.

            მოსწავლეებმა სხვადასხვა წყაროების გამოყენებით (ლიტერატურა, ინტერნეტი), მოიძიეს ინფორმაციას ქართული კინოს შესახებ.

            ,,ქართული კინოფილმების გაცოცხლება”

            ,,ყველაფერი ქართული კინოს შესახებ”

            შემდეგ ამ ყველა ინფორმაციას გაუკეთეს პრეზენტაცია.

            პროექტმა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, ბავშები აქტიურად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში, შეასრულეს მუსიკალური ნომერი.

            ძალიან სასიამოვნო და საინტერსო მოსასმენი იყო მათი ჭკვიანური განხილვები და დასაბუთებები

          • გეოგრაფია - IX კლასი

          • საგანი: გეოგრაფია

            თემა: ქობულეთის სფაგმანუმიანი ჭაობები - რამსარის ხელშეკრულება

            მასწავლებელი: იზოლდა ვერულიძე

            მეცხრე კლასელებს მოსამზადებელი ჰქონდათ კომპლექსური დავალება "ქობულეთის სფაგმანუმიანი ჭაობები- რამსარის ხელშეკრულება". მოსწალებთან ერთად გადავწყვიტეთ მოგვეწვია ქობულეთის დაცული ტერიტორიის ადმინისტრაიის წარმომადგენელი ქ-ნი სოფიო თხილაიშვილი, რომელმაც წარმოგვიდგინა ძალიან საინტერესო მასალები ფოტო სურათებით. ჩაატარა საინტერესო ლექცია რამსარის კონვეცნციის მნიშვნელობასა და ქობულეთის ჭაობებზე, როგორც საერთაშორისო მნიშვნელობის წყალჭარბი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი, ტერიტორიების შესახებ.

            მოსწავლეთა დიდი დაიტერესება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ჩვენს ჭაობში არის თეთრი ხავსი, რომელსაც აქვს უნარი მის წონასთსნ შედარებით ოცჯერ მეტი წყალი შეიწოვოს. სწორედ ეს ხავსი იცავს ქობულეთს დატბორვისგან.

          • აჭარის სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მაგიდის ჩოგბურთში

          • აჭარის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში 2 დეკემბერს ჩატარდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის პირველობა მაგიდის ჩოგბურთში

            ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის ნიჭიერმა სპორცმენებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს თავიანთი უსაზღვრო უნარი

            გოგონათა გუნდმა დაიკავა პირველი საპრიზო ადგილი

            ბიჭუნათა გუნდმა მეორე ადგილი და მოიპოვეს აჭარის პირველობაზე მონაწილეობის უფლება

            სპორტულ სამყაროში გუნდური მუშაობა და თავდადებული შრომა არის წარმატების გასაღები. სწორედ, რომ ბევრი შრომისა და დიდი სურვილის შედეგი აჩვენეს დღეს გიმნაზიის მოსწავლეებმა.

            გილოცავთ, ჩვენ გვჯერა თქვენი!