• VIIIბ კლასის მოსწავლის ანა გოგიტიძის პერსონალური გამოფენა

          • დღეს 31 ნოემბერს ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში

            მოეწყო თვითნასწავლი მხატვრის, მე- 8 კლასის მოსწავლის ანა გოგიტიძის ნახატების გამოფენა.

            კლ. ხელმძღვანელი მერი ოქროპირიძე

            ვულოცავთ ანას და ვუსურვებთ წარმატებებს კარიერულ წინსვლაში!

          • წმ. შალვა ქსნის ერისთავის სახელობის Xა კლასი

          • "თუ სალოცავი უკიდეგანოდ ცოდვილს გენდობა - იქნებ ისწავლო ადამიანო სხვისი შენდობა"

            2022წლის 30 ოქტომბერს ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მე-10ა კლასის მოსწავლეებმა მოილოცეს ქ. ბათუმის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარი.

            კლ. ხელმძღვანელი: თამარ ბარბაქაძე

            ტაძარი - მდებარეობს აჭარაში, ბათუმიდან დაახლოებით 8 კილომეტრში, სამების მთაზე.

            სამების სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას 2002 წლის 7 სექტემბერს ჩაეყარა საფუძველი.

            ახალაგებული ტაძრის ეზოდან ბათუმისა და ზღვის არაჩვეულებრივი ხედები იშლება. ტაძრის უკან სამების სახელობის დედათა მონასტერია

            ისტორიის მასწავლებლის მთვარისა ჯინჭარაძის ინიციატივით მოსწავლეებმა მოინახულეს ქ. ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი

            მუზეუმი დაარსდა 1994 წელს. მუზეუმში დაცულია აჭარისა და ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე საქართველო-ინგლისის ერთობლივი არქეოლოგიური გათხრების შედეგად და შემთხვევით აღმოჩენილი უნიკალური მასალა მოყოლებული ბრინჯაოს ხანიდან ახ. წ. შუასაუკუნეების ჩათვლით

             

          • Xბ კლასის მოსწავლეები ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს სტუმრობდნენ

          • ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მე- 10 ბ კლასის მოსწავლეები 2022 წლის 23 ოქტომბერს ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს სტუმრობდნენ.

            დამრიგებელი სოფო რომანაძე.

            მოსწავლეებს ჩაუტარდათ შემეცნებითი ექსკურსია და საგანმათლებლო პროგრამა "საბავშვო არქეოლოგია"

          • თვითმმართველობის არჩევნები

          • ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში 2022 წლის 7 ოქტომბერს საბაზო და საშუალო საფეხურზე ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები. თითოეული კლასიდან არჩეული იქნა ერთი კანდიდატი.

            12 ოქტომბერს შედგა თვითმმართველობის წევრთა შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდა ცენტრის მოძღვარი დეკანოზი მიქაელი და დირექციის წარმომადგენლები.

            შეხვედრაზე თვითმმართველობის თითოეულმა კანდიდატმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინა იდეები, რომლის განხორციელებასაც ისურვებდა ცენტრის საკეთილდღეოდ. წარდგინების შემდეგ ფარული კენჭისყრით მოხდა თავჯდომარის არჩევა.

            ხმათა უმრავლესობით საშუალო საფეხურის თვითმმართველობის თავჯდომარედ დასახელდა XI კლასის მოსწავლე ბაჩო მოწყობილი, ხოლო საბაზო საფეხურის - ანანო მემარნე.

            ვულოცავთ ბაჩოსა და ანანოს დაკისრებულ მისიას და ვუსურვებთ თვითმმართველობის გუნდთან ერთად ნაყოფიერ და წარმატებულ მუშაობას.

          • სასწავლო სახანძრო განგაში

          • ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრში განხორციელდა მაშტაბური სწავლება როგორ ვიქცევით ხანძრის დროს: ის, რაც ყველა ჩვენგანმა უნდა იცოდეს საგანგებო სიტუაციების დროს.

            მოსწავლეებმა და პედაგოგებმა პრაქტიკულად განახორციელეს დაკისრებული დავალება. ყურადღებით მოისმინეს სალექციო თემაც.

            მართლმადიდებლური ცენტრი დიდ მადლობას უხდის აჭარის კოორდინაციის სამსახურის უფროს ბატონ ნუგზარ ჯინჭარაძეს და ქობულეთის სახანძრო -სამაშველო ჯგუფს გაწეული შრომისთვის.

          • მასწავლებელთა საერთაშორისო დღე!

          • 5 ოქტომბერი მასწავლებლთა საერთაშორისო დღეა!

            შემოდგომის პირველი კვირა... ადამიანები მოსავალს იღებენ, ხვავსა და ბარაქას თავიანთ სახლებში აბინავებენ... პედაგოგები მუდამ შრომობენ და მოსავალს მოზარდის გულსა და გონებაში აბინავებენ... მასწავლებლისთვის გაზაფხულ-შემოდგომა არ არსებობს... მასწავლებელი მუდამ მასწავლებელია...

            მასწავლებლის დღეც შემოდგომის ბარაქიან თვეს აღინიშნება... იმიტომაც, ალბათ,რომ მათი ჯეჯილი არ ჭკნება და მუდამ ბიბინებს...

            გილოცავთ, ჩემო ძვირფასო პედაგოგებო, მასწავლებლის დღეს!

            იყავით მხნედ! რამეთუ მხნედმყოფმა და ენერგიულებმა უნდა აღზარდოთ ჯანსაღი თაობა....

            დაე, არ მოშლოდეს ჩვენს ერს გონიერი მასწავლებელი!

          • რუსული ენა - მერი ოქროპირიძე

          • კლასი: Xა.

            საგანი: რუსული ენა.

            თემა: სოციალური ქსელების დადებითი და უარყოფითი ფაქტორები.

            გაკვეთილის ფორმატი: დისკუსია.

            მასწავლებელი: მერი ოქროპირიძე.