• ცენტრის  მისია

      • ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II  სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მისიაა ზნეობრივად, ინტელექტუალურად და ფიზიკურად  ჯანსაღი, ტოლერანტი, პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალული თაობის აღზრდა, რომელიც გააცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას ქვეყნის ინტერესების, ტრადიციების, ისტორიული და კულტურული ღირებულებების მიმართ. მოსწავლეებს შესძინოს მართლმადიდებლურ ცნობიერებაზე დაფუძნებული დემოკრატიული აზროვნება. ჩამოუყალიბოს სოციალური და სააზროვნო უნარ-ჩვევები, რათა მათ შეძლონ ცხოვრებაში წამოჭრილი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრა და თანამედროვე სამყაროში წარმატებით თვითდამკვიდრება.