• ბოლო ზარი

          • კიდევ ერთხელ დაირეკა ბოლო ზარი გიმნაზიაში...

            კიდევ ერთხელ ჩაიწერა ერთი ლამაზი დღე ჩვენი სკოლის ისტორიაში...

            კიდევ ერთხელ ცრემლნარევი ღიმილით ვაცილებთ ჩვენს უსაყვარლეს მეთორმეტე კლასელებს...

            გილოცავთ ამ ლამაზ დღეს!

            სწორედ აქედან იწყება თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპი! გაიარეთ ეს გზა თამამად, მამაცურად შეხვდით ახალ გამოწვევებს, სიძნელეებს...

            გახსოვდეთ, რომ ჩვენ ყოველთვის თქვენ გვერდით ვართ, გგულშემატკივრობთ!

            ღვთისწყალობას, წინსვლას და წარმატებას გისურვებთ, გიმნაზიელებო!

            გვიყვარხართ...

          • ქრისტე აღდგა!

          • ემოციებითა და სიყვარულით დატვირთული ერთი უჩვეულო დღე გიმნაზიის კედლებში.

            აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მოგვილოცეს ჩვენი სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა. ხელმძღვანელი სოფიო ოქროპირიძე.

            ყოველი დღე თქვენი ცხოვრების იყოს მზის სხივით გაბრწყინებული, სიკეთით დამძიმებული, ღვთის მადლით გამდიდრებული, უფლის ლოცვა ყოფილიყოს თქვენი ცხოვრების თანამგზავრი! დიდება უფალს!

             

          • დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფოტოკონკურსი

          • თსუ საბავშვო უნივერსიტეტი ფოტოგრაფიით დაინტერესებულ მოსწავლეებს ფოტოკონკურსში მონაწილეობას გთავაზობთ.

            რეალური მომენტის უტყუარ დოკუმენტურ საბუთად, ფოტოდ, ქცევა - მნიშვნელოვანია. დღევანდელი ტექნიკური შესაძლებლობები კი ამ პროცესს მეტად საინტერესოსა და ხელმისაწვდომს ხდის.

            საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისის აღსანიშნავად გამოცხადებულ ფოტოკონკურსში მონაწილეობისათვის გამოგვიგზავნეთ თქვენ მიერ შესრულებული ერთი ფოტო, რომელიც უნდა ასახავდეს საქართველოს საზოგადოების, ადამიანის, სულიერი თუ მატერიალური კულტურის, ბუნების, ისტორიის, აწმყოსა და წარსულის ღირსშესანიშნავ მოვლენას თუ ძეგლს.

            საკონკურსო ფოტო გამოგზავნეთ ელ.მისამართზე junior@tsu.ge

            ბოლო ვადა - 30 მაისი, 18.00სთ.

            შერჩეული ფოტოები გამოქვეყნდება თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ფეისბუკ-გვერდზე.